![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7a/Syunik.svg/langka-640px-Syunik.svg.png&w=640&q=50)
სიუნიქის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
სიუნიქი, სივნიეთი (სომხ. Սյունիք) — სომხეთის უკიდურეს სამხრეთით მდებარე პროვინცია (მარზი). მას ესაზღვრება ვაიოცძორის პროვინცია ჩრდილოეთიდან, აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა დასავლეთიდან, ყარაბაღი (აზერბაიჯანი) აღმოსავლეთიდან და ირანი სახმხრეთიდან. მისი დედაქალაქია კაპანი. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები და დაბებია: გორისი, სისიანი, მეღრი, აგარაკი და დასტაკერტი.
სწრაფი ფაქტები სიუნიქი Սյունիք, მდებარეობა ...
სიუნიქი Սյունիք | |
---|---|
მდებარეობა | |
![]() | |
ინფორმაცია | |
დედაქალაქი | კაპანი |
გუბერნატორი | მელიქსეტ პოღოსიანი [1] |
ფართობი მთლიანი - წყალი (%) |
ადგილი მე-2 4,506 კმ² უმნიშვნელო |
მოსახლეობა - მთლიანად (2002) - სიმჭიდროვე |
ადგილი მე-8 134,061 29.8/კმ² |
კოდები - საფოსტო კოდი - ISO 3166-2 - FIPS 10-4 |
3201-3519 AM-SU AM08 |
საიტი | syunik.gov.am |
დახურვა
ისტორიულად, სიუნიქი დიდი სომხეთის 15 პროვინციიდან ერთ-ერთი იყო. სხვადასხვა დროს, დღევანდელი სიუნიქის რეგიონის ტერიტორია ცნობილი იყო, როგორც სიუნია, სისაკანი და ზანგეზური. სიუნიქში მდებარე სომხური კულტურის ძეგლები (როგორიცაა ტათევის მონასტერი) რეგიონის მდიდარი კულტურის დამადასტურებელია.