![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/64/Afrikanischer_strauss.jpg/640px-Afrikanischer_strauss.jpg&w=640&q=50)
სირაქლემასნაირნი
From Wikipedia, the free encyclopedia
სირაქლემასნაირნი (ლათ. Struthioniformes) — უტროპო ფრინველების რიგი. აერთიანებს 1 ოჯახის ორ თანამედროვე სახეობას — 1. აფრიკულ სირაქლემას (ლათ. Struthio camelus), რომელიც გავრცელებულია აფრიკულ ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. ავსტრალიის სამხრეთში გვხვდება გაგარეულებული სახით; 2. სომალური სირაქლემა (ლათ. Struthio molybdophanes), რომელიც ადრე ითვლებოდა ქვესახეობად.[1]
სირაქლემასნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() მამალი სირაქლემა | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Struthioniformes (Latham, 1790) | ||||||||||||
|
სირაქლემა ტანად ყველაზე დიდი ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 2,4 მ, მასა 136 კგ. დამახასიათებელია პოლიგამია. ბინადრობს პატარა გუნდების (5-6 ფრთა) სახით, იშვიათად გუნდში 30-40 ფრთაა. ერთ „ოჯახში“ შემავალი 3-5 დედლიდან თითოეული საერთო ორმო-ბუდეში დებს 6-8 კვერცხს. დღისით დედლები კრუხობენ, ღამით — მამალი. ინკუბაცია გრძელდება 5-6 კვირა. იკვებებიან ყლორტებით, ნაყოფრობით, თესლებით, იშვიათად წვრილ-წვრილი ცხოველებით.