![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/76/Minamoto_no_Yoritomo.jpg/640px-Minamoto_no_Yoritomo.jpg&w=640&q=50)
სიოგუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
სიოგუნი (იაპონ. 将軍 しょうぐん; სეიი ტაისიოგუნის შემოკლებული სახელწოდება, სიტყვასიტყვით — დიდი მხედართმთავარი, რომელიც იმორჩილებს ბარბაროსებს) — თავდაპირველად იაპონიის იმპერიის სამხედრო წოდება იყო და იმ ჯარების სარდლებს ანიჭებდნენ, რომლებსაც 794-დან 811-მდე კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გზავნიდნენ ემისების დასამორჩილებლად.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/76/Minamoto_no_Yoritomo.jpg/640px-Minamoto_no_Yoritomo.jpg)
1192 წელს სიოგუნის წოდება მიენიჭა მინამოტოს ფეოდალური სახლის მეთაურს მინამოტო იორიტომოს. ამ დროიდან სიოგუნს უწოდებდნენ იაპონიის სამხედრო-ფეოდალურ გამგებლებს (რომლებიც მართავდნენ ქვეყანას იმპერატორის სახელით) მინამოტოს (1192-1333), ასიკაგას (1335(1338)-1573), ტოკუგავას (1603-1867) ფეოდალური დინასტიებიდან.