From Wikipedia, the free encyclopedia
მინამოტო (იაპონ. 源) — შუა საუკუნეების იაპონიის სამხედრო ფეოდალ-გამგებელი, სიოგუნების პირველი დინასტია (1192-1333). დააარსა იორიტომო მინამოტომ. მინამოტოს სიოგუნატის სამხედრო-ფეოდალური წოდება დაუპირისპირდა ძველ არისტოკრატიას (იმპერატორის მეთაურობით), რომლის მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი იორიტომო მინამოტომ დაურიგა თავის მომხრეებს ლენის სახით. ფორმალურად იმპერატორის ხელისუფლება არ იყო გაუქმებული, სიოგუნები ნომინალურად იმპერატორის სახელით მოქმედებდნენ. მინამოტოს სიოგუნატის დროს თანდათან წარმოიშვა სახელოსნო ამქრები და სავაჭრო გილდიები (ძა), შეიქმნა ბაზრები, შემოიღეს ერთიანი ფულადი სისტემა. XIV საუკუნის 30-იან წლებში მინამოტოს სიოგუნები შეცვალა ასიკაგას სიოგუნების დინასტიამ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.