From Wikipedia, the free encyclopedia
სიმონ მარტინოსიანი (სომხ. Սիմոն Մարտիրոսյան; დ. 17 თებერვალი, 1997) — სომეხი ძალოსანი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ვერცხლის მედლის პრიზიორი,[2] მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული. 2018 წლამდე ასპარეზობდა 105 კგ წონით კატეგორიაში, 2018 წელს მას შემდეგ რაც მსოფლიო ძალოსნობის ფედერაციამ კატეგორია შეცვალა, გადავიდა 109 კგ წონით კატეგორიაში.[3]
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 თებერვალი, 1997[1] (27 წლის) |
დაბ. ადგილი | აიკაშენი |
სიმაღლე | 1,81 |
წონა | 105 |
ქვეყანა | სომხეთი |
მარტინოსიანმა 2014 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი ახალგაზრდებს შორის ატაცში, აკვრასა და ორჭიდში, 94 კგ წონით კატეგორიაში. 2018 წელს შეიცვალა წონითი კატეგორია რამაც ადრინდელი რეკორდები ბათილად იქნა ცნობილი. ამჟამად მარტინოსიანი ფლობს მსოფლიო რეკორდს −109 კგ წონით კატეგორიაში.
2014 წელს მარტიროსიანმა მონაწილეობა მიიღო 2014 წლის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, სადაც მოიპოვა ოქროს მედალი +85 კგ წონით კატეგორიაში.[4]
2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებე 105 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი.[5][6]
2018 წელს ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციამ კატეგორიების რეორგანიზაცია მოახდინა და ყველა მანამდე დამყარებული რეკორდი გაბათილებული იქნა. 2018 წელს აშხაბადში გამართულ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება. 240 კილოგრამის აწევით დაამყარა მსოფლიო რეკორდი აკვრაში. ჯამში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა ორჭიდშიც (435 კგ).[7][8]
2019 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე109 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ მოახერხა მსოფლიო ჩემპპიონატის მოგებაც. ჩამოიტოვა წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი იანგ ჟე და 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ანდრეი არამნაუ. ატაცში შეჯიბრებას ჟმ, არმნაუმ და მარტინოსიანმა მესამე ცდაზე მოახერხეს ახალი მსოფლიო რეკორდების დამყარება. ჟემ მოახერხ 197 კგ-ის დაძლევა, არამნაუმ დაძრა 198 კგ, ხოლო მარტინოსიანმა 1 კილოგრამის სხვაობით აჯობა მას და 199 კილოგრამის აწევა მოახერხა.[9]ჯამში სიმონ მარტინოსიანმა მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება როგორც აკვრასა და ატაცში, აგრეთვე ორჭიდში.[10]
2016 წელს მონაწილეობას იღებდა 2016 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატზე სადაც 105 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. შემდეგ წელს ხორვატიაში, სპლიტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 105 კგ წონით კატეგორიაში მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში. 17 კილოგრამის სხვაობით ჩამოიტოვა მეორეადგილოსანი ვასილ გოსპოდინოვი.[11] 2019 წელს დაბრუნდა ევროპის ჩემპიონატზე და მოიპოვა ოქროს მედალი. ორჭიდში დააფიქსირა 427 კილოგრმი, 16 კილოგრამის სხვაობით ჩამოიტოვა ანდრეი არამნაუ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.