ვესტფალიენშტადიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვესტფალიენშტადიონი (გერმ. Westfalenstadion), ოფიციალურად სიგნალ იდუნა პარკი (გერმ. Signal Iduna Park) — სტადიონი დორტმუნდში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავს დორტმუნდის ბორუსია. იტევს 80.708 (67.000 დასაჯდომი) მაყურებელს და არის ყველაზე დიდი საფეხბურთო არენა გერმანიაში. უეფას კლასიფიკაციით ხუთვარსკვლავიანი სტადიონია. აშენებულია 1971-1974 წლებში 1974 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ბოლო მოდერნიზაცია ჩაუტარდა 2005 წელს. აქ გაიმართა 1974 და 2006 წლების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების შეხვედრები.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9f/Signal_Iduna_Park_Panorama.jpg/640px-Signal_Iduna_Park_Panorama.jpg)