სიბლანტე
From Wikipedia, the free encyclopedia
სიბლანტე, შიგა ხახნუნი — დენადი სხეულების (სითხისა და აირების) თვისება, წინააღმდეგობა გაუწიონ მათი ერთი ნაწილის მოძრაობას მეორესთან მიმართებაში. შედეგად, ამ მოძრაობაზე დახარჯული მაკროსკოპული მუშაობა, გადადის სითბურ ენერგიაში. მყარ სხეულებს (მინა, ლითონები, ნახევარგამტარები, დიელექტრიკები, ფერომაგნიტები) ასევე შეიძლება ჰქონდეთ სიბლანტე, მაგრამ მყარ ნაწილებში შიდა ხახუნი, ფენომენის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ ცალკე განიხილება ელასტიურობისა და პლასტიურობის თეორიაში.