From Wikipedia, the free encyclopedia
სერგი რომანოზის ძე გორგაძე (დ. 1876, სოფ. ილემი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 10 ივლისი, 1929, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, ენათმეცნიერი და პედაგოგი.
სერგი გორგაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 აპრილი, 1876 |
გარდ. თარიღი | 10 ივლისი, 1929 (53 წლის) |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | ენათმეცნიერი |
ალმა-მატერი | თბილისის სასულიერო სემინარია |
1886 წელს შევიდა დ. 1890 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი; 1897 წელს — თბილისის სასულიერო სემინარია ხოლო შემდეგ — ყაზანის სასულიერო აკადემია. 1901 წელს მიენიჭა კანდიდატის ხარისხი.
მისი უმთავრესი ისტორიული ნაშრომებია: „წერილები საქართველოს ისტორიიდან“ (წგ. 1-2, 1906-1908), „საქართველოს მე-18 საუკუნის სამხედრო ისტორიის მასალები“ (1927) და სხვ. გორგაძე ავტორია ქართული ვერსიფიკაციის პირველი სისტემური კურსისა („ქართული ლექსი“, 1930), რომელშიც განხილულია მახვილის, მეტრიკის, სტროფიკის, რითმისა და ლექსის კომპოზიციის საკითხები. გორგაძემ შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათიები: „ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია“ (1915), „ჩვენი ახალი მწერლობა“ (წგ. 1-2, 1917-1918) და სხვ. მანვე გამოსცა ბესიკის თხზულებანი (1912), ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“ (1914), იაკობ ხუცესის (ცურტაველის) „შუშანიკის წამება“ (1917). საყურადღებოა გორგაძის გამოკვლევა „ქართული სადასიტყვაობა“ (1915), რომელიც ქართული წინადადების საკითხებს ეძღვნება. თავისი დროისათვის ძალზე საჭირო წიგნად იყო მიჩნეული აგრეთვე მისი „ქართული მართლწერა“ (1916).
სერგი გორგაძის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, რომლის დიდი ნაწილიც ქეთევან და დავით აბესაძეებმა 2006 წელს შემოსწირეს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.