From Wikipedia, the free encyclopedia
სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი (ინგლ. University of St Andrews, შოტლ. University o St Andras; აბრევიატურა — St And, ლათინური სახელწოდება — Universitas Sancti Andreae apud Scotos) — საჯარო უნივერსიტეტი ქალაქ სენტ-ენდრიუში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მესამე უძველესი ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი მსოფლიოში.[შენ. 1] სენტ-ენდრიუ არის პირველი შოტლანდიის ოთხ უძველეს უნივერსიტეტს შორის და, ოქსფორდისასა და კემბრიჯის შემდეგ, არის მესამე უძველესი უნივერსიტეტი გაერთიანებულ სამეფოსა და ინგლისურენოვან სამყაროში. უნივერსიტეტი 1413 წელს დაარსდა ავინიონის[შენ. 2] ანტიპაპი ბენედიქტე XIII-ის ბულის[შენ. 3] საფუძველზე.
სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
University of St Andrews | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლათ. Universitas Sancti Andreae apud Scotos | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დევიზი |
მუდმივი სწრაფვა გახდე უკეთესი ან მარადიული სწრაფვა უკეთესობისკენ ან მარად უკეთესობისკენ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დევიზი ძველბერძნულ ენაზე | Αἰὲν ἀριστεύειν | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაფუძნდა | 1413 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დამფუძნებელი (-ები) | Henry Wardlaw | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ტიპი | საჯარო უნივერსიტეტი / უძველესი უნივერსიტეტი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
რექტორი | სრჯა პოპოვიჩი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კანცლერი | მენზის კემპბელი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დირექტორი და ვიცე-კანცლერი | სალი მეფსთოუნი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტუდენტი | 8 000[1] და 10 425[2] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მისამართი | College Gate St Andrews, KY16 9AJ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მდებარეობა | კი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქალაქი | სენტ-ენდრიუსი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ფერები |
იუნაითედ კოლეჯი, სენტ-ენდრიუ სენტ-მერის კოლეჯი, სენტ-ენდრიუ მედიცინის სკოლა, სენტ-ენდრიუ სენტ-ლეონარდის კოლეჯი, სენტ-ენდრიუ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კავშირები | ORCID[3] [4] , Jisc[5] , Digital Preservation Coalition[6] და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[7] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აფილაცია | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
st-andrews.ac.uk |
სენტ-ენდრიუ შედგება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისგან, რომლებიც გაერთიანებულია სამ კოლეჯად — იუნაითედ კოლეჯი (სენტ-სალვადორისა და სენტ-ლეონარდის კოლეჯების გაერიანება), სენტ-მერის კოლეჯი და სენტ-ლეონარდის კოლეჯი. უნივერსიტეტში მოქმედებს 18 სკოლა რომელიც გაერთიაენბულია 4 ფაკულტეტში. [8] სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტს უკავია სხვადასხვა ისტორიული და თანამედროვე შენობები მთელი ქალაქის ფარგლებში. აკადემიური წელი გაყოფილია ორ სემესტრად, რომლებსაც მატინმასსა (ინგლ. Martinmas) და ქენდელმასს (ინგლ. Candlemas) უწოდებენ. აკადემიური წლის მიმდინარეობისას ქალაქის მოსახლეობის მესამედი არის უნივერსიტეტთან დაკავშირებული პირები — აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.[9] უნივერსიტეტში სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები — სულ 145 ეროვნების წარმომადგენელი. სტუდენტობის 45% ჩამოსულია გაერთიანებული სამეფოს საზღვრებს მიღმა. სტუდენტების მერვედი სწავლობს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო დარჩენილი მესამედი — სხვადასხვა ქვეყნებიდან. უნივერსიტეტში მნიშვნელოვანია ამერიკელი სტუდენტების დიდი რაოდენობა (ყველა სტუდენტის 15%). [10][11] უნივერსიტეტის სპორტული გუნდი მონაწილეობს BUCS შეჯიბრში.[12]
სენტ-ენდრიუს სტუდენტობა ასევე ცნობილია უძველესი ტრადიციების შენარჩუნებით — როგორებიცაა რეიზინ ვიქენდი (ინგლ. Raisin Weekend), მეი დიპი (ინგლ. May Dip) და სენტ-ენდრიუს ყველაზე ცნობილი ტრადიცია — სტუდენტების მიერ საუნივერსიტეტო მანტიების ტარება.[13]
სენტ-ენდრიუს უკავია მეორე ადგილი The Guardian-ის საუნივერსიტეტო რეიტინგში და ის ორჯერ დასახელდა „წლის უნივერსიტატად“The Times and Sunday Times-ის მიერ. ორჯერ „წლის უნივერსიტეტის“ წოდება ბრიტანეთში სულ ორ უნივერსიტეტს აქვს მიღებული. [14][15] 2019 წელს სენტ-ენდრიუმ დაიკავა უნივერსიტეტში მოხვედრის სირთულით მესამე ადგილი ოქსფორდისა და კემბრიჯის შემდეგ. უნივერსიტეტში მოხვედრის საშუალო UCAS ქულა 207-ს უდრის.[16] The Guardian რეიტინგის მიხედვით უნივერსიტეტის წამყვანი სკოლებია საერთაშორისო ურთიერთობების, კლასიკური, ეკონომიკისა და ფინანსების, გეოგრაფიისა და მდგრადი განვითარების, ხელოვნების ისტორია და ფიზიკა და ასტრონომია. [17] The Times and Sunday Times რეიტინგით უნივერსიტეტის წამყვანი სკოლებია ინგლისური, ანატომიისა და ფიზიოლოგიის, და ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკული კვლევების. [18] Complete University Guide რეიტინგით უნივერსიტეტის წამყვანი სკოლებია ანატომიისა და ფიზიოლოგიის, მენეჯმენტის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკული კვლევებისა და ფიზიკისა და ასტრონომიის.[19] Times Higher Education მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგმა დაასახელა სენტ-ენდრიუ მსოფლიოს საუკეთესო 50 უნივერსიტეტს შორის სოციალური მეცნიერებების, ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კატეგორიაში.[20][21] სენტ-ენდრიუს უკავია სტუდენტების კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი ბრიტანეთის ყველა მულტი-ფაკულტეტურ უნივერსიტეტს შორის. [22]
სენტ-ენდრიუში სწავლობდა და მასთან დაკავშირებულია მრავალი გამოჩენილი სტუდენტი და აკადემიური თანამშრომელი, მათ შორის გამოჩენილი დიპლომატები, პოლიტიკოსები, მათემატიკოსები, მეცნიერები, თეოლოგები და ფილოსოფოსები. გამოჩენილ კურსდამთავრებულებს შორის არიან შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ალექს სალმონდი; გაერთიანებული სამეფოს კაბინეტის მდივანი და საჯარო სამსახურის უფროსი მარკ სედვილი; ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის (MI6)-ის დირექტორი ალექს იანგერი; ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მაიკლ ფელონი; ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალისტი კრის ჰოი; ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებიდან — ტახტის მემკვიდრე კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და მისი მეუღლე კათრინი.
სენტ-ენდრიუს ექვსი კურსდამთავრებული და აკადემიური პერსონალი არის ნობელის პრემიის ლაურეატები: ორი ქიმიის დარგში, ორი — ფიზიოლოგიისა და მედიცინის და თითო — მშვიდობისა და ლიტერატურის დარგებში.
სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.