From Wikipedia, the free encyclopedia
სენ-რემის თავშესაფრისა და სამლოცველოს ხედი — ნიდერლანდელი პოსტიმრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული ზეთის საღებავებით ტილოზე, 1889 წელს, მხატვრის სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიკურად დაავადებულთა თავშესაფარში ნებაყოფლობით ცხოვრების პერიოდში.
სენ-რემის თავშესაფრისა და სამლოცველოს ხედი | |
---|---|
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1889 |
კატალოგი | F803 და JH2124 |
ტიპი | ზეთის საღებავები, ტილო |
სიმაღლე | 45.1 |
სიგანე | 60.4 |
მუზეუმი | პირადი კოლექცია |
მიჩნეული იყო, რომ ნახატზე გამოსახულია ლაბევილის ტაძარი, სადაც ვან გოგი სენ-რემის თავშესაფარში ჩაწერის შემდეგ გაემგზავრა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ნახატზე სენ-რემის სამლოცველოა გამოსახული.[1] ის შესაძლოა შესრულებული იყოს „შემოდგომის სწავლების“ პერიოდში, რომელთა შესახებაც ვინსენტი ძმის, თეო ვან გოგისადმი 1889 წლის 7 დეკემბერს მიწერილ წერილში საუბრობს.[2]
რონალდ პისკვანსის თქმით „ხედი ვან გოგის სენ-პოლის თავშესაფარში უნიკალურია. ის ერთადერთი ნამუშევარია, სადაც ნათლადაა გადმოცემული ავგუსტინიანეს დროინდელი რომაული არქიტექტურის სახე, ამ განხრით ის შესაძლოა შედარებული იქნას სან-ტროფინეს რომაულ სტილში ნაგებ მონასტრებთან რომლებიც არლში მდებარეობს. სტილისტიკურად კი შეგვიძლია ვან გოგის მაღაროს შესასვლელს შევადაროთ“.[3]
ნახატი იყო მსახიობ ელიზაბეთ ტეილორის პირად კოლექციაში, გამოფენილი მისავე მისაღებ ოთახში, რის შემდეგაც 2012 წელს გატანილი იქნა აუქციონზე, სადაც ის $15 991 575-ად გაიყიდა.[4][5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.