სემიტები
From Wikipedia, the free encyclopedia
სემიტები ანუ სემიტი ხალხი — ტერმინი, რომელიც ისტორიის მანძილზე, გამოიყენებოდა სემიტური კულტურის მქონე და სემიტურ ენებზე მოლაპარაკე ხალხების აღსანიშნავად. მისი რასობრივი და ეთნოლინგვისტური გამოყენება ამჟამად უკვე მოძველებულია (კონტრასტში: „ქამიტები“ და „იაფეტიტები“). სახელწოდება მომდინარეობს ბიბლიური სემის სახელიდან.[1]
გამომდინარე იქიდან, რომ ენათმეცნიერება გადაჯაჭვულია სხვა კულტურულ მეცნიერებებთან, ტერმინმა მიიღო სემიტური რელიგიებისა და ეთნოსების აღმნიშვნელი მნიშვნელობაც.[2]