![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/7/70/%25E1%2583%2595%25E1%2583%2598%25E1%2583%2592%25E1%2583%259D%25E1%2583%25A1_%25E1%2583%25A1%25E1%2583%2594%25E1%2583%259A%25E1%2583%25A2%25E1%2583%2590%25E1%2583%25A1_%25E1%2583%259A%25E1%2583%259D%25E1%2583%2592%25E1%2583%259D.svg/langka-640px-%25E1%2583%2595%25E1%2583%2598%25E1%2583%2592%25E1%2583%259D%25E1%2583%25A1_%25E1%2583%25A1%25E1%2583%2594%25E1%2583%259A%25E1%2583%25A2%25E1%2583%2590%25E1%2583%25A1_%25E1%2583%259A%25E1%2583%259D%25E1%2583%2592%25E1%2583%259D.svg.png&w=640&q=50)
სელტა (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„სელტა“ (ესპ. და გალ. Real Club Celta de Vigo) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1923 წელს, გალისიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ვიგოში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ბალაიდოსზე, რომელიც 29 000 მაყურებელს იტევს.
![]() | ||||
სრული სახელი | Deportivo Alavés, S.A.D. | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
კელტები (გალ. Celta), (ესპ. Célticos) ცისფერები (ესპ. Celestes) | |||
დაარსდა | 1923; 101 წლის წინ (1923) | |||
სტადიონი |
ბალაიდოსი ვიგო, გალისია (ტევადობა: 29,000 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი |
![]() | |||
მწვრთნელი |
![]() | |||
კაპიტანი |
![]() | |||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | |||
2023-24 | მე-13 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„სელტა“ ჩამოყალიბდა 2 კლუბის, „რეალ ვიო სპორტინგისა“ და „რეალ ფორტუნას“ შერწყმის შედეგად. კლუბის ზედმეტსახელია „Celestes“ (ცისფერები), ვინაიდან კლუბი თამაშობს ცისფერი მაისურით და გეტრებით, შორტების ფერი თეთრია. კლუბის სახელწოდება მომდინარეობს კელტებისგან, რომლებიც იმყოფებოდნენ ვიგოში. „სელტას“ ლოკალური მოწინააღმდეგეა ასევე გალისიური „დეპორტივო ლა-კორუნია“, მათ დაპირისპირებას ეწოდება გალისიური დერბი.
კლუბი 3-ჯერ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში, მაგრამ სამივე შემთხვევაში დამარცხდა. „სელტას“ საუკეთესო სეზონი იყო 1970-71 წლებში, როდესაც ჩემპიონატი დაასრულეს საშინაო არენაზე დაუმარცხებლად და ცნობილები იყვნენ, როგორც „გიგანტი-მკვლელები“. ამ სეზონში კლუბმა დაიკავა მე-6 ადგილი და მოიპოვა უეფა-ს თასზე ასპარეზობის უფლება. პრიმერა დივიზიონში „სელტას“ საუკეთესო სეზონი იყო 2002-03 წლებში, როდესაც ჩემპიონატი დაასრულა მე-4 ადგილზე და გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. 1/16 ფინალში დამარცხდა ლონდონის „არსენალთან“.