From Wikipedia, the free encyclopedia
სეთ მაკფარლეინი (ინგლ. Seth MacFarlane; დ. 26 ოქტომბერი, 1973)[1] — ამერიკელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, მსახიობი და მომღერალი. დაკავებულია ანიმაციური და კომედიური ფილმების შექმნით. იგი ცნობილი სატელევიზიო სერიალების, „გრიფინებისა“ (1999-2003, 2005-დღემდე) და „ამერიკელი მამიკოს!“ (2005-დღემდე) ავტორი და თანაავტორია, ასევე რეჟისორია ფილმების: „ტედი“, „ტედი 2“ და „სიკვდილის მილიონი ხერხი ველურ დასავლეთში“ (2014).
სეთ მაკფარლეინი Seth MacFarlane | |
---|---|
სეთ მაკფარლეინი San Diego Comic-Con-ის 2012 წლის კონვენციაზე | |
დაბადების სახელი | სეთ ვუდბერი მაკფარლეინი |
დაბადების თარიღი |
26 ოქტომბერი, 1973 კენტი, კონექტიკუტი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
განათლება | კენტის სკოლა |
ალმა-მატერი | როდ-აილენდის დიზაინის სკოლა |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1995- |
ცნობილი ნაშრომები |
„გრიფინები„ „ამერიკელი მამიკო!“ |
მუსიკალური კარიერა | |
ჟანრები |
|
ინსტრუმენტები |
|
ლეიბლი |
|
ასოციაციები |
|
ხელმოწერა |
მაკფარლეინი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ კენტში, კონექტიკუტის შტატი. 1991 წელს დაამთავრა კენტის საშუალო სკოლა,[2][3] შემდეგ — როდ-აილენდის დიზაინის სკოლა და შეისწავლა ანიმაცია.[4] შემდეგში, ჰოლივუდში, სტუდია Hanna-Barbera-ში მუშაობდა ანიმატორად, სადაც მონაწილეობა მიიღო უამრავი სატელევიზიო სერიალის შექმნაში. როგორც მსახიობი პირველად გამოჩნდა სერიალში „გილმორის გოგოები“. სეთს გადაეცა რამდენიმე ჯილდო „გრიფინების“ შექმნისთვის, მათ შორის პრაიმ-ტაიმის პრემია „ემი“, „ენის პრემია“ და „ვების პრემია“ (2009). პერიოდულად ლექციებს ატარებს აშშ-ის უნივერსიტებსა და კოლეჯებში და ლგბტ უფლებების ერთ-ერთი აქტიური დამცველია.
სეთი ასევე მის პირველ სრულმეტრაჟიანი ფილმში, „ტედი“ ახმოვანებს დათვს ტედის, რომელიც იქცა ყველაზე მაღალ შემოსავლიან R-რეიტინგის მქონე კომედიად.[5] როგორც მომღერალს, კონცერტები ჩაუტარებია ისეთ განთქმულ საკონცერტო დარბაზებში როგორებიც არის კარნეგი-ჰოლი და როიალ ალბერტ-ჰოლი. გამოშვებული აქვს სამი სტუდიური ალბომი. მანვე დაწერა ტექსტი სიმღერისთვის „Everybody Needs a Best Friend“, რომელიც ნომინირებული იქნა ოსკარზე.
მაკფარლეინი იყო „კოსმოსი: სივრცე-დროის ოდისეას“ აღმასრულებელი პროდიუსერი — 1980 წელს კარლ სეიგანის მიერ შექმნილი სერიალის, „კოსმოსი: პერსონალურო მოგზაურობა“ გაგრძელებაა.
სათაური | დეტალები | პოზიციები ჩარტებში | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
US [6] |
US azz [7] |
US Heatseekers [8] |
Top Holiday Albums [9] | ||||||
Music Is Better Than Words | 111 | 2 | 2 | — | |||||
Holiday for Swing | 51 | 2 | 1 | 8 | |||||
No One Ever Tells You |
|
— | 1 | — | — | ||||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.