სევენები
From Wikipedia, the free encyclopedia
სევენები (ფრანგ. Cévennes, ოქსიტ. Cevenas, Cevena) — ქედი საფრანგეთში. საფრანგეთის ცენტრალური მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიმაღლე 1702 მეტრამდე (მთა ლოზერი). უმთავრესად აგებულია გრანიტებით, გნაისებით, ფილიტებითა და ფიქლებით, ალაგ-ალაგ — ვულკანური ქანებით. მწვერვალებრივი ზედაპირი პლატოსებრია. სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ხმელთაშუა ზღვის ბუჩქოვანი მცენარეულობით, ზევით წაბლისა და წიფლის ტყეებია, უფრო მაღლა — წიწვოვნები, მწვერვალებზე — მდელოები, ხეობებში — ვენახები და ბაღები. გარის ხეობაში არის ქვანახშირის საბადო.
სწრაფი ფაქტები სევენები ...
სევენები | |
---|---|
თეთრი მთა | |
კოორდინატები: 44°25′34″ ჩ. გ. 03°44′21″ ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
უმაღლესი წერტილი | ლოზერი |
სიმაღლე | 1702 მ |
სიგრძე | 150 კმ |
დახურვა