From Wikipedia, the free encyclopedia
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ — საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი მრეწველობის და გარკვეულწილად სამოქალაქო მიმართულებით. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ორგანიზაციის მისია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და თავდაცვის ეროვნული სტრატეგიიდან გამომდინარეობს. ცენტრის ძირითადი ამოცანა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობაა. თანამედროვე და ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების პროექტირება-წარმოებაში დანერგვა, მსოფლიო ტენდენციებს მორგებული საბრძოლო ტექნიკის და შეიარაღების დაპროექტება, შექმნა და სერიული წარმოება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც თავდაცვითი მრეწველობის სფეროში მოღვაწეობს. დღეისათვის სამხედრო-ტექნიკურ ცენტრს გააჩნია როგორც ინტელექტუალური, ასევე ტექნიკური რესურსი, რომლის საშუალებითაც შეუძლია დააპროექტოს და აწარმოოს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო დანიშნულების პროდუქცია.[1]
„დელტას” ისტორია სათავეს XX-საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს. 1965 წელს სსრკ სახალხო მეურნეობის საბჭოსთან შეიქმნა საბაზისო იზოტოპების ლაბორატორიები, რომელთა დანიშნულება იყო სახალხო მეურნეობაში „მშვიდობიანი ატომის“ დანერგვა. 1966 წლიდან თბილისის იზოტოპების ლაბორატორია დაექვემდებარა სსრკ თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს. 1968 წლიდან ჩამოყალიბდა როგორც სსრკ თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს სახელმწიფო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების „დელტას“ თბილისის ფილიალი. 1989 წლიდან უწოდეს ზუსტი ხელსაწყოების სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ინსტიტუტი „დელტა“.
1998 წელს კვლევითი ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარდა და მის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. დღევანდელი სახით „დელტა“ 2010 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ცენტრს ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა დაექვემდებარა. ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი მრეწველობის და გარკვეულწილად სამოქალაქო მიმართულებით. ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. [2]
„დელტას“ საქმიანობის სფერო 4 მიმართულებას მოიცავს:
ქართული ჯავშანმანქანების ექსპორტი საზღვარგარეთ
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, 2016 წლის იანვარში „დელტას“ მიერ წარმოებული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანები საზღვარგარეთ გავიდა ექსპორტზე. საუდის არაბეთის სახმელეთო ჯარების მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 4X4 სავალი ნაწილის მქონე ბორბლებიანი დაჯავშნული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმქანების შესყიდვას ითვალისწინებდა, მრავალ ეტაპიანი გამოცდების შემდეგ ქართულმა ჯავშანმანქანა DIDGORI MedEvac-მა გაიმარჯვა.
2015 წელს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ საქართველოში, კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდა. სეტყვისაგან დასაცავად კახეთის რეგიონში 85 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი და ერთი ერთეული მეტეოროლოგოური რადიოლოკაციური სადგური განთავსდა.მათი მართვა ცენტრალური მართვის ცენტრიდან დისტანიცურ რეჟიმში ხორციელდება. სისტემის ეფექტურობა 85-95 % ია რაც ავტომატიზაციის მაღლი დონით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღწევა. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ოპერირებას 2018 წლიდან შპს „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი“ ახორციელებს. სეტყვასაწინააღდეგო სისტემა
საქართველოს თავდაცვის ძალების მომარაგება ეროვნული წარმოების ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით
„დელტას“ მიერ 2015 წლიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ეროვნული აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პერსონალურ დაცვის საშუალებებით მარაგდება. საქართველოს თავდაცვის ძალების საჯარისო და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები MK-I და MK-II ტიპის ჯავშანჟილეტებს, DH MK-I და DH MK-III ტიპის საჯარისო და სპეციალური დანიშნულების ჩაფხუტებს იყენებენ.
მონაწილეობა საერთაშორისო სამხედრო გამოფენებში
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საერთაშორისო სამხედრო გამოფენებში 1999 წლიდან პერიოდულად მონაწილეობს.
პროდუქტი | სურათი | დანიშნულება და აღწერა | შენიშვნა | |
---|---|---|---|---|
ჯავშანტრანსპორტიორები | ||||
დიდგორის სერიის ჯავშანტრანსპორტიორები[5] | ||||
დიდგორი 1 | მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად. | |||
დიდგორი 2 | მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად. | |||
დიდგორი მეომარი | მრავალფუნქციური მოდულური ჯავშანმანქანა. | |||
დიდგორი მეომარი 120 მმ ნაღმსატყორცნის მოდულით | თვითმავალი საარტილერიო დანადგარი. | |||
ინტეგრირებული ქსელების მანქანა[6] | მისი დანიშნულებაა ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის შტაბსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა. | |||
დიდგორი 3 | მანქანის ძირითადი დანიშნულებაა 120 მმ ნაღმმტყორცნის ბუქსირება და მისი გათვლის გადაყვანა. | |||
დიდგორი მედევაკი | სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, რომელიც განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. | |||
მოდერნიზებული BRDM-2.[7] | სადაზვერვო ჯავშანმანქანა | |||
სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა | სახანძრო მანქანა | მაღალი გამავლობის სახანძრო მანქანა | ||
სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა | საინკასაციო შეჯავშნული მანქანა | საინკასაციო შეჯავშნული მანქანა | ||
სამოქალაქო დანიშნულების სისტემები | სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა | სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი | ||
ქვეითთა საბრძოლო მანქანა | ||||
ლაზიკა[8][9][10] | ქვეითთა საბრძოლო მანქანა, განკუთვნილი მექანიზირებული ათეულის უშუალოდ ფრონტის წინა ხაზამდე უსაფრთხოდ გადასაყვანად და მათი საცეცხლე მხარდაჭერისთვის. | |||
სამხედრო საინჟინრო მანქანა | ||||
დაჯავშნული საინჟინრო მანქანა[11] | მანქანის ძირითადი დანიშნულებაა აუფეთქებელი ნაღმებისგან და საბრძოლო მასალებისგან დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდა |
პროდუქტი | სურათი | შენიშნვა | |
---|---|---|---|
დისტანციურად მართვადი იარაღი | |||
დისტანციური საბრძოლო მოდულები | |||
DRWS-1 (12,7 მმ და 7,62 მმ ტყვიამფრქვევით) | |||
DRWS-2 (23 მმ ავტომატური ქვემეხით და 7,62 მმ ტყვიამფრქვევით) | |||
DRWS-23 (ორ სიბრტყეში სტაბილიზებული მოდული 23 მმ ავტომატური ქვემეხით და 7,62 მმ ტყვიამფრქვევით) | |||
არტილერია | |||
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. | |||
რს-122 122 მმ ზცრს.[12][13] | |||
თვითმავალი ნაღმსატყორცნები | |||
გმმ-120 თვითმავალი ნაღმმტყორცნი ექსპერიმენტული თვითმავალი ნაღმსატყორცნი | |||
ნაღმსატყორცნები | |||
GNM-60 მყუდრო 60 მმ უხმაურო სროლის პორტატული ბიკალიბრული ნაღმსატყორცნი[14] | |||
GM-60 60 მმ ნაღმსატყორცნი.[15] | |||
GM-82 82 მმ ნაღმსატყორცნი.[16] | |||
GM-120 120 მმ ნაღმსატყორცნი.[17] | |||
GMM-120 ექსპერიმენტული 120 მმ კალიბრის ავტომატურად მართვადი ნაღმსატყორცნის უნიფიცირებული მოდული[18] | |||
საავიაციო ტექნიკა | |||
სუ-25КМ „სკორპიონი“ - მოიერიშე თვითმფრინავი | |||
ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი [19] | |||
ქართული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი[20] - ექსპერიმენტული უპილოტო ვერტმფრენი | |||
ჰაერი-ჰაერი რაკეტები | |||
R-60 (რაკეტა) | |||
R-73 (რაკეტა) | |||
გემსაწინააღმდეგო რაკეტა |
AS-2 (К-10С) გემსაწინააღმდეგო რაკეტა (იწარმოებოდა 1958-1979 წლებში) | ||
პროდუქტი | სურათი | შენიშნვა | |||
---|---|---|---|---|---|
ქვეითის შეიარაღება და აღჭურვილობა | |||||
პისტოლეტები | |||||
9×17მმ მორიელი (პისტოლეტი) [21] - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
9×19მმ თვითდამტენი პისტოლეტი.[22] - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
კარაბინები | |||||
G13 კარაბინი (შეჩერებულია) | |||||
სნაიპერული შაშხანები | |||||
პდშპ-ის სერია | |||||
12.7×108მმ AMR mod 1[23] - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
12.7×108მმ AMR mod 2[24] - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
მოდულური სნაიპერული შაშხანა: | |||||
სატევარი (სნაიპერული შაშხანა) - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
.300 Norma Magnum | |||||
.308 Winchester | |||||
.338 GBM | |||||
.375 GBM | |||||
.338 Lapua Magnum | |||||
.50 BMG | |||||
DELTA-308 - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღი | |||||
RPG-7G — RPG-7-ის მოდერნიზებული ვერსია.[25] | |||||
PDM-1 ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი.[26] - ექსპერიმენტული ნაკეთობა | |||||
ყუმბარმტყორცნები | |||||
UBGL-1 40×46მმ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი (M4).[27] | |||||
AG-40 40×46მმ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი (AK-74/M-4).[28] | |||||
GP-25 40 მმ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი (AKM / AK-74).[29] | |||||
ნაღმები | |||||
ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7.[30] | |||||
სხვა ნაწარმი | |||||
მაყუჩები | |||||
5.45×39 მმ ვაზნაზე გათვლილი მაყუჩი AK-74-ისთვის.[31] | |||||
5.56×45 მმ ვაზნაზე გათვლილი მაყუჩი M4 ავტომატური შაშხანისთვის.[32] | |||||
.338 კალიბრის მაყუჩი.[33] | |||||
ფუჭი ვაზნების სასროლი მოწყობილობა სხვადასხვა შაშხანებისთვის და ტყვიამფრქვევებისთვის [34] | |||||
ჯავშანჟილეტები | |||||
საერთო საჯარისო დანიშნულების მოდულური ჯავშანჟილეტი MK-I[35] | |||||
მრავალფუნქციური დანიშნულების მოდულური ჯავშანჟილეტი MK-II[36] | |||||
ჯავშანჩაფხუტები | |||||
საერთო საჯარისო დანიშნულების ჩაფხუტი DH MK-I.[37] | |||||
სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-II.[38] | |||||
სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-III.[39] | |||||
სასწავლო და საბრძოლო ხელყუმბარები | |||||
საგუშაგო კოშკურები | |||||
3–12 მეტრი სიმაღლის საგუშაგო კოშკურები[40] | |||||
კარვები | |||||
სხვადასხვა ტიპის და ზომის კარვები.[41] | |||||
სამხედრო საწოლები[42] | |||||
რეზინის ბუნიკები ჯავშანსატანკო ტექნიკის მუხლუხოსთვის[43] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.