საქორქიო
სოფელი საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
საქორქიო — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის თემის შემადგენლობაში (სოფლები: საბაჟო, საქორქიო, საღვამიჩავო, საჭოჭუო).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. ზღვის დონიდან 5 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ხობიდან დაშორებულია 20 კილომეტრით, ჭალადიდიდან (უახლოესი რკინგზის სადგური) 5 კილომეტრით.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
საქორქიო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხობის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭალადიდი |
კოორდინატები | 42°12′25″ ჩ. გ. 41°48′02″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 5 მ |
მოსახლეობა | 20[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა