საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი — საპატიო წოდება, რომელსაც ანიჭებდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და წარმოადგენდა სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ წარჩინებული მოქალაქეების ღვაწლის აღიარების ერთ-ერთ ფორმას. დაარსდა 1936 წლის 27 მაისს. ენიჭებოდა განსაკუთრებით გამორჩეულ ხელოვნების (თეატრის, მუსიკის, კინოს, ცირკის და სხვა შემოქმედებითი სფეროს) მუშაკებს მაღალი ოსტატობისთვის, რათა ხელი შეწყობოდა ხელოვნების განვითარებას. აღიარების მომდევნო ხარისხი იყო „საქართველოს სსრ სახალხო არტისტის“, შემდეგ კი „სსრკ სახალხო არტისტის“ წოდება.
საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი | |
ქვეყანა | საქართველოს სსრ, (სსრკ) |
ადგილმდებარეობა | ![]() |
პირველად გადაეცა | 27 მაისი, 1936 |
ბოლოს გადაეცა | 1991 |
1919 წლიდან 1936 წლის ბრძანებულებამდე ენიჭებოდა „რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის“ წოდება, რომელსაც რესპუბლიკების განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიები ანიჭებდა განათლების სახალხო კომისრების, საოლქო და სამხარეო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების ბრძანებით.
1940 წლის 25 აპრილის „საქართველოს სსრ საპატიო წოდებათა შესახებ“ დებულებით (დ პუნქტი) შეიცვალა წოდების ფორმულირება და საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება ენიჭებოდათ:
![]() |
„თეატრის, კინოს, ესტრადის, ცირკის რეჟისორებსა და არტისტებს, აგრეთვე მაღალი ოსტატობის მუსიკალურ შემსრულებლებს, რომლებმაც შეჰქმნეს მაღალმხატვრული ნიმუშები, სპექტაკლები, კინო-ფილმები და მუსიკალური ნაწარმოებებნი და თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ ხელოვნების განვითარებას.[1]“ |
პირველად საპატიო წოდებით, 1924 წელს დაჯილდოვდა ალი აბასოვი, თეატრის მსახიობი. ბოლოს, 1991 წელს, წოდება მიენიჭა ბალეტის მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, თამაზ ვაშაკიძეს(რუსული)ქართ..
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის“ წოდება შეიცვალა „საქართველოს დამსახურებული არტისტის“ წოდებით, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების დამსახურების გათვალისწინებით, დაჯილდოვებულებს შეუნარჩუნდა ყოფილი სსრკ და საქართველოს სსრ სახელმწიფო ჯილდოები, ასევე უფლებები და მოვალეობები, რომელსაც ითვალისწინებდა ყოფილი სსრკ და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.