საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 1992
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1992) — 1991-1992 წლების პუტჩის შემდეგ ჩატარებული პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. არჩევნების შედეგად არჩეულ იქნა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი. არჩევნებით მოხდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ლეგიტიმაცია.