საქართველოს ეროვნული მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს ეროვნული მუზეუმი — საქართველოს მუზეუმების უდიდესი გაერთიანება, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი. იგი დაარსდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებით.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
41°41′45″ ჩ. გ. 44°48′01″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | თბილისი |
ოფიციალური საიტი | http://www.museum.ge/web_page/index.php |
მის შემადგენლობაში შედის:
- სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმი;
- სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი;
- გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი (მუზეუმი ღია ცის ქვეშ);
- შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
ფილიალები:
- ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი;
- მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი;
- ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი;
- იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი;
- უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი.
- საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი;
- დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
- ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
- იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა);
- სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
- ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი.
ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი. ქვეყნის წამყვანი მუზეუმების ეროვნულ მუზეუმში გაერთიანების მიზანია ჩამოყალიბდეს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სამუზეუმო გაერთიანება, რომელშიც შესაძლებელი იქნება სამეცნიერო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობის კომპლექსურად, ეფექტურად წარმართვა და კოლექციების შენახვის, მართვისა და უსაფრთხოების ზედმიწევნით უზრუნველყოფა.
ეროვნულ მუზეუმში შემავალი მუზეუმებიდან ყველაზე ძველი, — ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმი დაარსდა 1852 წელს, როგორც რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმი. 1919 წლამდე მას კავკასიის მუზეუმი ეწოდებოდა. აქ თავმოყრილია მილიონ-ნახევრამდე ექსპონატი, რომელიც ასახავს საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბუნებას, ქართველი და კავკასიის სხვა ერების ყოფას და კულტურას უძველესი დროიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია პეტროგრაფიული, პალეონტოლოგიური, ფლორისტული და ფაუნისტური კოლექციები; უმდიდრესი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სამონეტო განძი; XIX და XX საუკუნეების ფოტომასალა.
2004 წლიდან ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორია პროფესორი დავით ლორთქიფანიძე.