ინკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ინკა, საპა ინკა , აპუ ან უბრალოდ საპა – თავიდან წარმოადგენდა კუსკოს სამეფოს მმართველის, ხოლო შემდეგში ინკების იმპერიის იმპერატორის ტიტულს. თვითონ ამ ტიტულის წარმოშობა მისტიური და ლეგენდარულია, უკავშირდება ქალაქ კუსკოს ასევე ლეგენდებით მოცულ დაარსების ამბავს, მაგრამ ისტორიულად დადგენილია, რომ ის სათავეს იღებს დაახლოებით 1200 წელს. ტიტული მემკვიდრეობითი იყო და გადაეცემოდა მამიდან შვილს. არსებობდა საპა ინკების ორი ცნობილი დინასტია – ანანის და ურინის. ოფიციალურად ბოლო საპა ინკა იყო ატაჰუალპა, რომელიც 1533 წელს ესპანელმა კონკისტადორებმა ჩამოახრჩვეს.