From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთავსტრალიური მუზეუმი ― ბუნების ისტორიის მუზეუმი და კვლევითი ინსტიტუტი ადელაიდაში, სამხრეთ ავსტრალიაში. დაარსდა 1856 წელს და სამხრეთ ავსტრალიის მთავრობის მიერ იმართება. მუზეუმი ადელაიდას პარკების კულტურული უბნის ჩრდილოეთ ტერასაზე შენობების კომპლექსს მოიცავს. სამომავლოდ, მუზეუმში დაცული ავსტრალიური აბორიგენული კულტურული კოლექციის (უდიდესი მსოფლიოში) ნიმუშების ახალ აბორიგენული ხელოვნებისა და კულტურის ეროვნულ გალერეაში გადატანა იგეგმება.
სამხრეთავსტრალიური მუზეუმი | |
---|---|
ინგლ. South Australian Museum | |
34°55′14″ ს. გ. 138°36′11″ ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრალია |
ოფიციალური საიტი | http://www.samuseum.sa.gov.au/[1] |
სამხრეთავსტრალიური ინსტიტუტი, რომლის შემადგენლობაში საჯარო ბიბლიოთეკა და მუზეუმიც შედიოდა, 1861 წელს დაარსდა.[3] თავდაპირველად ბიბლიოთეკისა და მექანიკის ინსტიტუტის ნაქირავებ შენობაში, მეფე უილიამის ქუჩაზე მდებარეობდა, სანამ ჩრდილოეთ ტერასისა და კინთოურის გამზირის კუთხეში ინსტიტუტის შენობის მშენებლობა დასრულდებოდა.
1856 წლის ივნისში სამხრეთ ავსტრალიის საკანონმდებლო საბჭომ მიიღო სამხრეთავსტრალიური ინსტიტუტის კანონი (კანონი სამხრეთავსტრალიური ინსტიტუტის დაარსებისა და დაქვემდებარების შესახებ),[4][5] რომლის მიხედვითაც ინსტიტუტი გუბერნატორთა საბჭოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.[6]
1859 წლის ივნისში სამხრეთავსტრალიური მუზეუმის კურატორობა ფრედერიკ ჯორჯ უოთერჰაუსს შესთავაზეს. ინსტიტუტის შენობის დასრულების შემდეგ, საბჭომ იგი პირველ კურატორად დანიშნა. უოთერჰაუსს ეს პოსტი 1882 წლის თებერვლამდე ეკავა. იგი უილიამ ჰაკიმ ჩაანაცვლა, რომელმაც სამხრეთავსტრალიური ინსტიტუტისთვის მუზეუმის წოდების იდეა წამოაყენა, თუმცა მაშინ ეს იდეა არ მიუღიათ.[6]კურატორის პოზიცია დირექტორით შეიცვალა და ჰაკიც პირველ დირექტორად დაინიშნა, თუმცა ეს პოზიცია მხოლოდ 1884 წლის ოქტომბრამდე ეკავა, რის შემდეგაც მუზეუმის მენეჯმენტთან დაკავშირებით დისპუტების სერია დაიწყო.[7]
1939 წლის მუზეუმების შესახებ კანონით, სამხრეთავსტრალიურ მუზეუმს სამხრეთ ავსტრალიის სამხატვრო გალერეისა და სამხრეთ ავსტრალიის სახელმწიფო ბიბლიოთეკისგან დამოუკიდებლობა მიენიჭა. სამხრეთავსტრალიურ ინსტიტუტს ოფიციალურად ეწოდა სამხრეთავსტრალიური მუზეუმი. 1976 წელს მიიღეს კანონი სამხრეთავსტრალიური მუზეუმის შესახებ.[8] This legislation was superseded by the South Australian Museum Act (1976).[9] მუზეუმი Arts South Australia-ის შემადგენლობაში შედის.
1997 წელს ხელოვნების მინისტრ დაიანა ლეიდლოუს მხარდაჭერით, სამხრეთავსტრაიური მუზეუმი ავსტრალიური აბორიგენული კულტურის გალერეის პირველი სართულის განვითარებისთვის დააფინანსეს.[10]
2002-2011 წლებში პრემიერმა და ხელოვნების მინისტრმა, მაიკ რანმა მუზეუმი წყნარი ოკეანის კულტურების გალერეის ხელახლა და სამხრეთავსტრალიური ბიომრავალფეროვნების გალერეის განვითარებისთვის დააფინანსა.[11] 2011 წელს პრემიერმა ადელაიდას ყოფილი მერი და განათლების მინისტრი, ჯეიმ ლომაქს-სმითი, მუზეუმის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. 2020 წლის ნოემბერში მუზეუმის საბჭოს თავმჯდომარედ კიმ ჩითერი დაინიშნა.[12]
სამხრეთავსტრალიურ მუზეუმში ოთხ მილიონ ეგზემპლარზე მეტია დაცული. მუდმივი გალერეებია: ძველი ეგვიპტე, ავსტრალიური აბორიგენული კულტურები, ავსტრალური პოლარული კოლექცია, ედიაკარი, მეგაფაუნა, მინერალები და მეტეორიტები, ოპალის ნამარხი ნაშთები, წყნარი ოკეანის ნაშთები, სამხრეთავსტრალიური ბიომრავალფეროვნება, ვეშაპები და დელფინები და მსოფლიოს ძუძუმწოვრები.[13]
მუზეუმში ავსტრალიური აბორიგენული კულტურების მნიშვნელოვანი კოლექციაა დაცული, რომელიც 30 000-მდე ექსპონატს მოიცავს. ეს კოლექცია, რამდენიმე სხვა კოლექციასთან ერთად, გაციფრულებულია.
2016 წელს კერძო ბენეფიციარმა, მარგარეტ დეივიმ, მუზეუმში ახალი პოზიცია, ადგილობრივი კურატორის პოზიცია ხუთი წლით დააფინანსა. პოზიციას უილიამ და მარგარეტ გირის სახელობის აბორიგენული და ტორესის სრუტის კუნძულების მკვიდრთა ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის კურატორი ეწოდება. პირველ კურატორად გლენ ისეგენ-პილკინგტონი დაინიშნა.[14] მუზეუმის ისტორიაში პირველად, კურატორად აბორიგენი დაინიშნა.[15]
სამხრეთავსტრალიურ მუზეუმში დაცულია არუნდას ტომელი ხელოვანისა და ანთროპოლოგიური ლინგვისტის, ჯიმ კიტის (ერლიკილიიკა) ჩუქურთმების უდიდესი კოლექცია. კოლექციაში შედის ადგილობრივი ხეების ფანქრით შესრულებული 24 ჩანახატიც, რომელიც სპენსერისა და გილენის ექსპედიციის დროსაა შესრულებული და სანამ მუზეუმი შეიძენდა, ჰერბერტ ბეისდოუს მფლობელობაში იყო, კიმ კიტის ფოტოები და სხვა მასალები.[16]
2003 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მუზეუმში უოთერჰაუსის ხელოვნების პრემიის გამოფენა ეწყობა. უოთერჰაუსის ბუნებისმეტყველების ხელოვნების პრემია ყველაზე მდიდრული პრემიაა ავსტრალიის ბუნებისმეტყველების სფეროში. მას სახელი სამხრეთავსტრალიური მუზეუმის პირველი კურატორის პატივსაცემად ეწოდა.[17][18][19] მუზეუმში პრემიისთვის წარდგენილ ნიმუშთა გამოფენა იმართება. [20]
ანტარქტიდის გადაკვეთა: ავსტრალიური გამოცდილება (2013 წლის დეკემბერი - 2014 წლის მარტი): გამოფენაზე ანტარქტიდასთან ავსტრალიელთა ურთიერთობების აღმნიშვნელი სამეცნიერო, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის არტეფაქტები გამოიფინა.[21]
შიმერი (2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერი): სამხრეთავსტრალიური მუზეუმის, JamFactory-ისა და Tarnanthi-ის კოლაბორაციული გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება სამხრეთ ავსტრალიის ეროვნული გალერეის მიერ და ადგილობრივთა ხელოვნებასა და კულტურას ეძღვნება.[22]
ნგურა: სახლი ნგაანიატიარას მიწებზე (2017 წლის ოქტომბერი - 2018 წლის იანვარი): Ngurra კომლექსური სიტყვაა და სახლს, ქვეყანას, ბანაკს, დაბადების ადგილსა და მიკუთვნებულობას აღნიშნავს. გამოფენა დასავლეთ ავსტრალიის მცხოვრებ ნგაანიატიარას ხალხის ცხოვრებისა და ხელოვნების ყველა ასპექტის შემოქმედებითობას ეძღვნებოდა. გამოფენის კურატორი გლენ ისეგერ-პილკინგტონი იყო.[23]
სამხრეთავსტრალიური მუზეუმი თანამშრომლობს ადელაიდას უნივერსიტეტთან, სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტთან, ფლინდერსის უნივერსიტეტთან, სამხრეთ ავსტრალიის ბოტანიკურ ბაღებთან, თანამეგობრობის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევით ორგანიზაციასთან და სამხრეთავსტრალიური კვლევისა და განვითარების ინსტიტუტთან.[24] მუზეუმის პარტნიორებს შორისაა: ადელაიდას ფესტივალი, ადელაიდას კინოფესტივალი, Australian Geographic და სხვ.[24][25]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.