![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4b/Ganges_River_Dolphin.jpg/640px-Ganges_River_Dolphin.jpg&w=640&q=50)
სამხრეთ-აზიური მდინარის დელფინი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ-აზიური მდინარის დელფინი (Platanista gangetica) — საფრთხის ქვეშ მყოფი მტკნარი წყლის ან/და მდინარის დელფინი, რომელიც სამხრეთ აზიის რეგიონში ორი სუბსახეობითაა წარმოდგენილი: მდინარე განგის დელფინი (P. g. gangetica, პოპულაცია დაახლოებით 3500) და მდინარე ინდის დელფინი (P. g. minor, პოპულაცია დაახლოებით 1500). მდინარე განგის დელფინების ნახვა შესაძლებელია განგში, ბრაჰმაპუტრასა და მათშენაკადებში ბანგლადეშის, ინდოეთისა და ნეპალის ტერიტორიაზე, ხოლო მდინარე ინდის დელფინის ნახვა მხოლოდ პაკისტანში მდინარე ინდსა და მის არხებში და ინდოეთში მდინარებიასიშია შესაძლებელი.[1] 11970-იანი წლებიდან 1998 წლამდე ამ დელფინებს სხვადასხვა სახეობას მიაკუთვნებდნენ, თუმცა 1998 წლიდან კლასიფიკაცია შეიცვალა და ერთი სახეობის ორ სხვადასხვა სუბ-სახეობად მიიჩნიეს. ინდოეთის მთავრობამ მდინარე განგის დელფინი ეროვნულ წყლის ცხოველად და ინდური ქალაქის, გუვაჰატის ოფიციალურ ცხოველად. გამოაცხადა,[2][3] მდინარე ინდის დელფინი პაკისტანის მთავრობამ ეროვნულ ძუძუმწოვრად გამოაცხადა,ხოლოინდოეთის ხელისუფლებამ პენჯაბის შტატის წყლის ცხოველად.[1][4]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4b/Ganges_River_Dolphin.jpg/640px-Ganges_River_Dolphin.jpg)