ბიბლიური გმირი From Wikipedia, the free encyclopedia
სამსონი, ებრაული გამოთქმით შიმშონი (ებრ. שִׁמְשׁוֹן), არაბულად შამშონი (არაბ. شمشون), ხოლო ბერძნულად სამფსონი (ბერძ. Σαμψών) — ბიბლიური ტრადიციით, ებრაელთა ლეგენდარული გმირი, ძლიერთა შორის უძლიერესი გოლიათი, შეუპოვარი, ცბიერი, შფოთისთავი, თავნება და ქალების მოტრფიალე. ღვთისთვის ყოფილა შეწირული და, აღთქმისაებრ, არც ღვინო უნდა დაელია და არც თმა უნდა გაეკრიჭა (მისი ძალის საიდუმლო თმაში იყო). ისრაელთა მტრების — ფილისტიმელების დაუძინებელი მტერი ყოფილა და თანამემამულეებს მსაჯულად აურჩევიათ. ბოლოს ფილისტიმელი ქალის დალილას მსხერპლი გამხდარა — მას შეუჭრია მძინარესათვის თმა. დასუსტებული სამსონი შეუპყრიათ, თვალები დაუთხრიათ და დილეგში ჩაუგდიათ. ფილისტიმელები მტერზე გამარჯვებას დაგონის ტაძარში ზეიმობდნენ. სამსონიც იქვე ჰყოლიათ მიჯაჭვული. ტყვეობაში სამსონს თმა წამოზრდია და ძალაც დაბრუნებია. ტაძრის ორი სვეტისათვის ხელები შემოუჭდია და დაუყვირია:
„მოკვედ, სულო ჩემო, ფილისტიმელთა თანა!“ |
ტაძარი ჩამონგრეულა და 3 000 კაცი ჩაუტანია. სამსონი ებრაელებისთვის გახდა სიმბოლო გმირისა, რომელიც მონობაში სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.