თავისუფლება და ტოლერანტობა From Wikipedia, the free encyclopedia
სამოქალაქო ნაციონალიზმი (ასევე ცნობილია როგორც ლიბერალური ნაციონალიზმი) — ნაციონალიზმის ფორმა, რომელიც იცავს ტრადიციულ ლიბერალურ ღირებულებებს როგორებიცაა: თავისუფლება, ტოლერანტობა, თანასწორობა, ინდივიდუალური უფლებები და არ არის დაფუძნებული ეთნოცენტრიზმზე.[1][2] ერნესტ რენანი[3] და ჯონ სტიუარტ მილი[4][5] ხშირად ითვლებიან სამოქალაქო ნაციონალიზმის თავდაპირველ ფუძემდებლებად. სამოქალაქო ნაციონალისტები ხშირად იცავენ ეროვნული იდენტობის ღირებულებებს და აცხადებენ, რომ ის ინდივიდებს ესაჭიროებათ აზრიანი და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.[6] მათი აზრით, სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის, დემოკრატიული მმართველობის ფორმები ეროვნულ იდენტობასაც საჭიროებს.[7] სამოქალაქო ნაციონალიზმს ხშირად უპირისპირებენ ეთნიკურ ნაციონალიზმს. ისტორიულად, სამოქალაქო ნაციონალიზმი იყო განმსაზღვრელი ფაქტორი მმართველობის თანამედროვე კონსტიტუციური და დემოკრატიული ფორმების განვითარებაში, მაშინ როცა ეთნიკური ნაციონალიზმი უფრო მეტად ასოცირდება ავტორიტარულ მმართველობასთან და დიქტატურასთანაც კი.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.