![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/2/25/%25E1%2583%25A1%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%2592%25E1%2583%25A0%25E1%2583%259D%25E1%2583%25A8%25E1%2583%2598%25E1%2583%2590%25E1%2583%259C%25E1%2583%2598_%25E1%2583%259D%25E1%2583%259E%25E1%2583%2594%25E1%2583%25A0%25E1%2583%2590.jpg/640px-%25E1%2583%25A1%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%2592%25E1%2583%25A0%25E1%2583%259D%25E1%2583%25A8%25E1%2583%2598%25E1%2583%2590%25E1%2583%259C%25E1%2583%2598_%25E1%2583%259D%25E1%2583%259E%25E1%2583%2594%25E1%2583%25A0%25E1%2583%2590.jpg&w=640&q=50)
სამგროშიანი ოპერა
ბერტოლდ ბრეხტის პიესა / From Wikipedia, the free encyclopedia
სამგროშიანი ოპერა (გერმ. Die Dreigroschenoper) 一 გერმანელი დრამატურგის, ბერტოლდ ბრეხტის სამმოქმედებიანი პიესა, რომლის პრემიერაც 1928 წლის 31 აგვისტოს, ბერლინის თეატრში შედგა. ნაწარმოები ადაპტირებულია ავტორის კოლეგისა და მწერლის, ელიზაბეთ ჰაუპტმანის თარგმანიდან XVIII საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი დრამატურგის, ჯონ გეის პიესისა 一 გლახაკის ოპერა, აგრეთვე, პიესის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია XV საუკუნეში მოღვაწე ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის ბალადებმაც, რომელთაც მუსიკალური ელფერი კომპოზიტორმა კურტ ვეილმა შესძინა. [1] [2] არსებობს ვერსია, რომ ჰაუპტმანს პიესის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რის გამოც ხშირად მას, ბრეხტთან ერთად, პიესის თანაავტორად მიიჩენევნ ხოლმე. [3]
„სამგროშიანი ოპერა“ | |
---|---|
Die Dreigroschenoper | |
![]() ქართული გამოცემა, 2020 | |
ავტორი | ბერტოლდ ბრეხტი |
ქვეყანა | გერმანია |
ენა | გერმანული |
ჟანრი | პიესა |
გამოცემის თარიღი | 1928 |
მედია | ბეჭდური |
სპექტაკლი, ერთგვარად, წარმოადგენს კაპიტალისტური სამყაროს კრიტიკას, რომელიც წმინდა სოციალისტური იდეოლოგიითაა გასხივოსნებული. პიესა, რომელიც, აგრეთვე, მოიხსენიება, როგორც "დადგმა მუსიკით", 1933 წლამდე ყველაზე წამრატებულ გერმანულენოვან სპექტაკლად მიიჩნეოდა.[4]