საირუს ვენსი
From Wikipedia, the free encyclopedia
საირუს რობერტს ვენსი (დ. 27 მარტი, 1917 — გ. 12 იანვარი, 2002) — ამერიკელი იურისტი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი 1977 წლიდან 1980 წლამდე ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში.[9] ამ პოსტზე მუშაობამდე ის იყო შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის მოადგილე ჯონსონის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტ კენედის მმართველობის დროს იგი იყო არმიის მდივანი და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური მრჩეველი.[10] .
საირუს ვენსი | |
---|---|
ინგლ. Cyrus Vance | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 27 მარტი, 1917(1917-03-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | Clarksburg[8] |
გარდაცვალების თარიღი | 12 იანვარი, 2002(2002-01-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (84 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Mount Sinai Hospital |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | Yale Law School, Kent School და Yale College |
მეუღლე/ები | Grace Elsie Sloane |
შვილ(ებ)ი | Cyrus Vance, Jr. |
ჯილდოები | თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, Four Freedoms Award – Freedom Medal, თავისუფლების პრემია და ხაიფის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი |
![]() | |
როგორც სახელმწიფო მდივანი, ვენსის მიდგომა საგარეო პოლიტისკენ ემყარებოდა კონფლიქტის მოლაპარაკებებს და იარაღის შემცირების განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. 1980 წლის აპრილში ვენსმა გააპროტესტა „არწივის კლანჭის ოპერაცია“ და დატოვა საკუთარი პოსტი. ეს ოპერაცია ჩატარდა ირანში ამერიკელი მძევლების გადასარჩენად და ატარებდა საიდუმლო მისიის ხასიათს. მისი გადადგომის შემდეგ პოსტზე დაინიშნა ედმუნდ მუსკი.
ვენსი იყო 1924 წლის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის და იურისტის ჯონ დევისის ბიძაშვილი. იგი იყო მანჰეტენის საოლქო ადვოკატის საირუს ვენსი უმცროსის მამა.