რონ პერლმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
რონ ენ. პერლმანი[1] (ინგლ. Ron Perlman; დ. 13 აპრილი, 1950) — ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი და გამხმოვანებელი. ის ყველაზე მეტად ცნობილია სატელევიზიო სერიალებით „ანარქიის შვილები“ და ურჩხული და მზეთუნახავი“, აგრეთვე კომიქსებზე დაფუძნებული ფილმით „ჰელბოი“.
სწრაფი ფაქტები რონ პერლმანი, დაბადების სახელი ...
რონ პერლმანი | |
---|---|
პერლმანი 2016 წელს | |
დაბადების სახელი | რონ ენ. პერლმანი |
დაბადების თარიღი |
13 აპრილი, 1950 (1950-04-13) (74 წლის) ნიუ-იორკი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, გამხმოვანებელი |
აქტიური | 1979-დღემდე |
მეუღლე(ები) | ოპალ სტოუნი (1981) |
შვილ(ებ)ი | 2 |
დახურვა
პერლმანს მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „კრონოსი“, „ბლეიდი 2“ და „წყნარი ოკეანის ნაპირი“ და სხვა. ის ასევე ცნობილია, როგორც გამოხმოვანებელი; მას გახმოვანებული აქვს პოსტ-აპოკალიპტური ვიდეო თამაშების სერია „Fallout“, ანიმაციური სერიალები „ბეტმენი: ანიმაციური სერიალი“, „ახალგაზრდა ტიტანები“, „თავგადასავლების დრო“, „სიკვდილის 10000 ხერხი“[2], დისნეის ანიმაციური ფილმი „ჩახლართული“ და სხვა მრავალი.