როინ მეტრეველი
ქართველი ისტორიკოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
როინ მეტრეველი (დ. 7 დეკემბერი, 1939, დაბა აბასთუმანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991),[1] თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1991-2004), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976). მის სახელთან არის დაკავშირებული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემა. ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომისა.[2] მისი რედაქტორობით გამოიცა 100-მდე წიგნი და ნაშრომი. მისი ძალისხმევით უნივერსიტეტმა ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა, რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. აღდგა უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოც.
როინ მეტრეველი | |
---|---|
![]() როინ მეტრეველი | |
დაბადების თარიღი |
7 დეკემბერი, 1939 (1939-12-07) (84 წლის) აბასთუმანი, ადიგენის რაიონი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | ქუთაისის IV საშუალო სკოლა |
ალმა-მატერი | თბილისის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ისტორიკოსი, პოლიტიკოსი |
დამსაქმებელი |
თსუ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია |
პარტია | სკკპ |
მშობლები | მამა: ვიქტორ მეტრეველი |
ჯილდოები |
![]() ![]() ![]() |