![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f0/Robert_Prosinecki_2012-mc.rs.jpg/640px-Robert_Prosinecki_2012-mc.rs.jpg&w=640&q=50)
რობერტ პროსინეჩკი
From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ პროსინეჩკი (სერბ.-ხორ. Robert Prosinečki [rǒbert prosinět͡ʃki]; დ. 12 იანვარი, 1969) — ხორვატი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. პროსინეჩკი იყო დავორ შუკერთან, ზვონიმირ ბობანთან და სხვებთან ერთად 90-იანი წლების ხორვატიის ლეგენდარული გუნდის წევრი, რომლებმაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინეს.
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, დაბადების თარიღი ...
![]() პროსინეჩკი 2012 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 12 იანვარი, 1969 (1969-01-12) (55 წლის) | ||
დაბადების ადგილი | შვენინგენი, დასავლეთ გერმანია | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | აზერბაიჯანი (მწვრთნელი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1974–1980 | შტუტგარტ კიკერსი | ||
1980–1986 | დინამო ზაგრები | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1986–1987 | დინამო ზაგრები | 2 | (1) |
1987–1991 | ცრვენა ზვეზდა | 117 | (25) |
1991–1994 | რეალ მადრიდი | 55 | (10) |
1994–1995 | რეალ ოვიედო | 30 | (5) |
1995–1996 | ბარსელონა | 20 | (4) |
1996–1997 | სევილია | 19 | (2) |
1997–2000 | დინამო ზაგრები | 50 | (14) |
2000 | ხრვატსკი დრაგოვოლჯაცი | 4 | (1) |
2000–2001 | სტანდარ ლიეჟი | 21 | (4) |
2001–2002 | პორტსმუთი | 33 | (9) |
2002–2003 | ოლიმპია | 23 | (3) |
2003–2004 | ზაგრები | 26 | (5) |
სულ | 400 | (83) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1987 | იუგოსლავია U20 | 5 | (1) |
1989–1991 | იუგოსლავია | 15 | (4) |
1994–2002 | ხორვატია | 49 | (10) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2006–2010 | ხორვატია (ასისტენტი) | ||
2010–2012 | ცრვენა ზვეზდა | ||
2012–2013 | ქაისერისფორი | ||
2014–2017 | აზერბაიჯანი | ||
2018–2019 | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ||
2019–2020 | ქაისერისფორი | ||
2020 | დენიზლისფორი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დახურვა
საკლუბო კარიერაში უდიდესი წარმატება იყო 1991 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის მოგება ცრვენა ზვეზდას შემადგენლობაში, რის შემდეგაც იგი, ისევე როგორც ამ ლეგენდარული გუნდის სხვა წევრები, ევროპული გრანდების ინტერესის სფეროში აღმოჩნდნენ. პროსინეჩკი რეალ მადრიდში გადავიდა, სადაც ოთხი სეზონის განმავლობაში თამაშობდა, რის შემდეგაც გუნდი დატოვა და კარიერის მანძილზე მრავალი გუნდის მაისური მოირგო, მათ შორის მადრიდელთა მოსისხლე ბარსელონაც იყო.