From Wikipedia, the free encyclopedia
რიიგიკოგუ (ესტ. Riigikogu) — ესტონეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ასევე ირჩევს სახელმწიფოს მეთაურს და ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მთავრობის საქმიანობის კონტროლს.
რიიგიკოგუ ესტ. Riigikogu | |
---|---|
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
ხელმძღვანელები | |
თავმჯდომარე |
ენე ერგმა, სამამულო კავშირი და Res Publica 2007 წლის 2 აპრილი-დან |
სტრუქტურა | |
წევრები | 101 |
პოლიტიკური ჯგუფები |
მმართველი კოალიცია
ოპოზიციური პარტიები |
არჩევნები | |
ბოლო არჩევნები | 2023 წლის 5 მარტი |
სხდომების ადგილი | |
საიტი | |
www.riigikogu.ee |
რიიგიკოგუს შემადგენლობაში შედის 101 დეპუტატი, რომელსაც 4-წლიანი ვადით ირჩევენ 18 წელს მიღწეული ესტონეთის მოქალაქეები. დეპუტატობის კანდიდატი შეიძლება იყოს ესტონეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი. საარჩევნო დღედ მიჩნეულია ბოლო არჩევნებიდან მეოთხე წლის მარტის პირველი კვირა დღე. დანერგილია ხმის მიცემის ელექტრონული წესი, რომელიც იწყება რამდენიმე დღით ადრე.
არჩევნები მიმდინარეობს პროპორციული სისტემით. თუმცა გააჩნია მაჟორიტარული სისტემის ნიშნებიც. მაგალითად თუ კანდიდატმა საარჩევნო ოლქში დააგროვა ხმათა საკმარისი რაოდენობა იგი ავტომატურად შედის პარლამენტში, მიუხედავად იმ შედეგისა, რაც აჩვენა მისმა პარტიამ (ბარიერი პარტიებისთვის 5%).
რიიგიკოგუში არჩეული დეპუტატები ნაწილდებიან ფრაქციებში (ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 5 დეპუტატი). ერთი პარტიული სიით არჩეულ დეპუტატებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი ფრაქციის ფორმირება.
რიიგიკოგუს დეპუტატს ეკრძალება პარალელურად ეკავოს რაიმე სახელმწიფო თანამდებობა (წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად უწყდება სადეპუტატო უფლებამოსილება).
ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შეუძლია სახელმწიფოს მეთაურს ოთხ შემთხვევაში[1].
ესტონეთის კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად პარლამენტი:
ესტონეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1919 წელს გაიმართა დამფუძნებელი კრების არჩევნები. 1920 წელს მიღებული კონსტიტუცია ითვალისწინებდა პარლამენტის - რიიგიკოგუს ჩამოყალიბებას, რომელიც უნდა აერჩიათ საერთო-სახალხო არჩევნების გზით და სამი წლის ვადით.
1934 წლის მარტში ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღეს და შემოდგომაზე დეპუტატები უვადო შვებულებაში გაუშვეს. 1937 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც 1938 წელს ჩატარდა ორპალატიანი ეროვნული კრების არჩევნები (Rahvuskogu; ქვედა პალატა — სახელმწიფო დუმა, ზედა პალატა — სახელმწიფო საბჭო).
1990 წელს არჩეულმა ესტონეთის სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ 1991 წელს გამოაცხადა სსრკ-საგან დამოუკიდებლობა. 1992 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაიმართა პირველი არჩევნები.
რიიგიკოგუს რეზიდენცია მდებარეობს ტალინის ცენტრში, ტოომპეის ციხესიმაგრეში. საბჭოთა პერიოდში ამავე შენობაში განთავსებული იყო ესტონეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.