From Wikipedia, the free encyclopedia
რიბინსკის წყალსაცავი (რუს. Рыбинское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ვოლგასა და მდინარე შექსნაზე, რუსეთის ვოლოგდის, ტვერისა და იაროსლავლის ოლქებში. შექმნილია რიბინსკის ჰიდროკვანძის კაშხლით. ზედაპირის ფართობი 4580 კმ², მოცულობა 25,5 კმ³. საშუალო სიღრმე 5,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 30 მ. სიგრძე ვოლგის კალაპოტის გასწვრივ 110 კმ, მოლოგის კალაპოტის გასწვრივ — 226 კმ, შექსნის კალაპოტის გასწვრივ — 328 კმ. მაქსიმალური სიგანე 60 კმ. წყალსაცავის დონე ცვალებადობს 4-5 მ-ის ფარგლებში. რიბინსკის წყალსაცავი ვოლგა-ბალტიის სანაოსნო გზის ნაწილია. მიმდინარეობს თევზჭერა. წყალსაცავის ნაპირებზეა ქალაქები: ჩერეპოვეცი, ვესიოგონსკი, უგლიჩი, პოშეხონიე, რიბინსკი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.