რუვენ რივლინი
ისრაელის პრეზიდენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
რუვენ (რუბი) რივლინი (ებრ. ראובן ריבלין დ. 9 სექტემბერი, 1939, იერუსალიმი) — ისრაელის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ისრაელის მე–10 პრეზიდენტი და პარლამენტის ორგზის სპიკერი. დაიბადა 1939 წელს იერუსალიმში. დამთავრებული აქვს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. ქნესეთის წევრად პირველად 1988 წელს აირჩიეს და მას შემდეგ არაერთ კომიტეტში უმუშავია. მათ შორის იყო: საგარეო საქმეთა და თავდაცვის; კონსტიტუციის, კანონისა და სამართლის; სახელმწიფო მართვის; ანტინარკოტიკული, განათლებისა და კულტურის; ეთიკის; ფინანსთა და სხვა კომიტეტები. 2001 წლის მარტში რუვენ რივლინი კომუნიკაციების მინისტრი გახდა და ამ პოსტზე 2003 წლის თებერვლამდე მსახურობდა. იგი 2003–2006 და 2008–2013 წლებში ქნესეთის სპიკერი იყო.
რუვენ რივლინი | |
ისრაელის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 24 ივნისი, 2014 |
წინამორბედი | შიმონ პერესი |
ქნესეთის 16-ე სპიკერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2009 – 2013 | |
წინამორბედი | დალია იციკი |
მემკვიდრე | იოელ ედელშტეინი |
ისრაელის კომუნიკაციების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 მარტი, 2001 – 28 თებერვალი, 2003 | |
წინამორბედი | ბინიამინ ბენ-ელიზერი |
მემკვიდრე | არიელ შარონი |
ქნესეთის 14-ე სპიკერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2003 – 2006 | |
წინამორბედი | ავრაამ ბურგი |
მემკვიდრე | დალია იციკი |
დაბადებული | 9 სექტემბერი, 1939 იერუსალიმი |
პოლიტიკური პარტია | ლიკუდი |
შვილები | 4 |
განათლება | იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | იუდაიზმი |
2013 წლის თებერვალში გაერთიანებულ პარტია „ისრაელ ბეითენუს“ („ლიკუდი“ და „ისრაელ ბეითენუ“) რიგებში კიდევ ერთხელ იქნა არჩეული დეპუტატად. მეცხრამეტე მოწვევის ქნესეთში, პრეზიდენტად არჩევამდე, რივლინი იერუსალიმის ლობის თავმჯდომარე იყო. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ქნესეთის დელეგაციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD).
რუვენ რივლინი დაოჯახებულია. ჰყავს ოთხი შვილი.