![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fb/X-ray_by_Wilhelm_R%25C3%25B6ntgen_of_Albert_von_K%25C3%25B6lliker%2527s_hand_-_18960123-02.jpg/640px-X-ray_by_Wilhelm_R%25C3%25B6ntgen_of_Albert_von_K%25C3%25B6lliker%2527s_hand_-_18960123-02.jpg&w=640&q=50)
რენტგენული გამოსხივება
From Wikipedia, the free encyclopedia
რენტგენული გამოსხივება — ელექტრომაგნიტური ტალღები, რომელთა ფოტონების ენერგიაც ელექტრომაგნიტური ტალღების შკალაზე მდებარეობს ულტრაიისფერ გამოსხივებასა და გამა-გამოსხივებას შორის, რაც შეესაბამება ტალღის სიგრძეებს 10−2-დან 102-მდე Å-ს (10−12-დან 10−8-მდე მ).[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fb/X-ray_by_Wilhelm_R%C3%B6ntgen_of_Albert_von_K%C3%B6lliker%27s_hand_-_18960123-02.jpg/320px-X-ray_by_Wilhelm_R%C3%B6ntgen_of_Albert_von_K%C3%B6lliker%27s_hand_-_18960123-02.jpg)
რენტგენული გამოსხივება აღმოაჩინა ვილჰელმ კონრად რენტგენმა. მან პირველმა გამოაქვეყნა სტატია რენტგენული სხივების შესახებ, რომლებსაც მან უწოდა X-სხივები (X-rays). რენტგენის სტატია სახელოწდებით „სხივების ახალი ტიპების შესახებ“ გამოქვეყნდა 1895 წლის 28 დეკემბერს ვიურცბურგის ფიზიკა-მედიცინის საზოგადოების ჟურნალში.