რეგვენასებრნი[1] (ლათ. Sulidae) — ფრინველთა ოჯახი რეგვენასნაირთა რიგისა. მოიცავს 3 გვარის 10 სახეობას. კარგად ფრენენ, ცურავენ და ყვინთავენ, სიცოცხლის უდიდეს ნაწილს ღია ზღვაში ატარებენ. გავრცელებული არიან წყნარი ოკეანის სანაპიროსა და კუნძულებზე, აგრეთვე ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელებში. საშუალო და დიდი ზომის ფრინველები არიან; ყველაზე პატარა სახეობის — ყავისფერი რეგვენის (ლათ. Sula leucogaster) სხეულის სიგრძეა 64 სმ, წონა — 725 გ, ხოლო ყველაზე მსხვილი — ჩრდილოური რეგვენა სიგრძეში 100 სმ და წონაში 3,6 კგ-მდეა. მარტივი ფორმისანი არიან, გააჩნიათ მოკლე კისერი და წაწვეტებული კუდი. გამრავლებისას ქმნიან კოლონიებს. დედალი დებს 2 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 42-55 დღე-ღამე, კრუხობს ორივე მშობელი. იკვებებიან თევზითა და ზღვის უხერხემლოებით (მაგ. თავფეხიანები), აგრეთვე თევზსაჭერ გემებზე დარჩენილი ლეშით.
სწრაფი ფაქტები რეგვენასებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა