![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/e/eb/%25E1%2583%25A0%25E1%2583%2594%25E1%2583%2590%25E1%2583%259A_%25E1%2583%25A1%25E1%2583%259D%25E1%2583%25A1%25E1%2583%2598%25E1%2583%2594%25E1%2583%2593%25E1%2583%2590%25E1%2583%2593%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1_%25E1%2583%259A%25E1%2583%259D%25E1%2583%2592%25E1%2583%259D.svg/langka-640px-%25E1%2583%25A0%25E1%2583%2594%25E1%2583%2590%25E1%2583%259A_%25E1%2583%25A1%25E1%2583%259D%25E1%2583%25A1%25E1%2583%2598%25E1%2583%2594%25E1%2583%2593%25E1%2583%2590%25E1%2583%2593%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1_%25E1%2583%259A%25E1%2583%259D%25E1%2583%2592%25E1%2583%259D.svg.png&w=640&q=50)
რეალ სოსიედადი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„რეალ სოსიედადი“ (ესპ. Real Sociedad de Fútbol) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სან-სებასტიანიდან. დაარსდა 1909 წლის 7 სექტემბერს და იყო პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი კლუბი 1928 წელს.
![]() | |||
სრული სახელი | Real Sociedad de Fútbol, S.A.D. | ||
---|---|---|---|
მეტსახელი |
სამეფო (ბასკ. Erreala) თეთრ-ლურჯები (ბასკ. Txuri-urdinak) | ||
დაარსდა | 10 მაისი, 1909 | ||
სტადიონი |
ანოეტა სან-სებასტიანი, ესპანეთი (ტევადობა: 32,200 მაყურებელი) | ||
პრეზიდენტი |
![]() | ||
მწვრთნელი |
![]() | ||
კაპიტანი |
![]() | ||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | ||
2023-24 | მე-6 ადგილი | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
სამჯერ ითამაშა ევროპის მთავარ საფეხბურთო ტურნირში, 1981-82 წლების სეზონში „რეალ სოსიედადი“ პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას. მომდევნო სეზონში კი ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც გერმანულ „ჰამბურგთან“ დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგის 2003-04 წლების სეზონში კი მიაღწია მერვედფინალს.
2006-07 წლების სეზონში, ეროვნულ ჩემპიონატში, სოსიედადმა დაიკავა მე-19 ადგილი და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა, სადაც მომდევნო 3 სეზონის მანძილზე თამაშობდა. 2009-10 წლების სეზონში კლუბმა მოიგო სეგუნდა დივიზიონი და დაუბრუნდა პრიმერა დივიზიონს. 2011-12 წლების სეზონში, „რეალ სოსიედადმა“ დაიკავა მე-12 ადგილი, 2012-13 წლების სეზონში გავიდა მე-4 ადგილზე ჩემპიონატში და 2013-14 წლის სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა. ამ წარმატებული სეზონის შემდეგ „სოსიედადის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპ მონტანიემ კლუბი დატოვა და ფრანგულ „რენში“ წავიდა სამუშაოდ.