![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/41/Rammstein_at_Wacken_Open_Air_2013_06.jpg/640px-Rammstein_at_Wacken_Open_Air_2013_06.jpg&w=640&q=50)
რამშტაინი
From Wikipedia, the free encyclopedia
რამშტაინი (გერმ. Rammstein) — გერმანული ინდუსტრიული მეტალ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს ბერლინში დაარსდა. მათი მუსიკა აერთიანებს მეტალის, ინდასტრიალის და ელექტრონული მუსიკის ელემენტებს. ჯგუფზე დიდი გავლენა იქონია სლოვენურმა მუსიკალურმა კოლექტივმა Laibach.
![]() |
ეს სტატია როკ–ჯგუფს ეხება. ქალაქის შესახებ იხილეთ რამშტაინ-მიზენბახი. |
რამშტაინი | |
---|---|
![]() რამშტაინის გამოსვლა Wacken Open Air 2013-ზე | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბერლინი, გერმანია |
ჟანრ(ებ)ი |
|
აქტიური | 1994 — დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები |
ტილ ლინდემანი რიხარდ კრუსპე პაულ ლანდერსი ოლივერ რიდელი კრისტოფ შნაიდერი კრისტიან ლორენცი |
საიტი | rammstein.de |
რამშტაინი ვიკისაწყობში |
ჯგუფის სახელწოდება უკავშირდება დასავლეთ გერმანული ქალაქის რამშტაინ-მიზენბახის სახელს, სადაც 1988 წელს ავიაკატასტროფა მოხდა. ჯგუფის სასათაურო სიმღერაც ამ კატასტროფის წლისთავისადმია მიძღვნილი. ასტეროიდ 110393-ს ჯგუფის პატივსაცემად 110393 Rammstein დაარქვეს.
რამშტაინი შეიქმნა 1994 წელს, მისი ყველა ალბომი გამოქვეყნებულია Universal Music Group-ის მიერ, ხოლო ყველა სიმღერა შესრულებულია გერმანულად. ამასთან, არსებობს ზოგიერთი სიმღერის ინგლისური ვარიანტიც. ასეთებია „Engel“ , „Du Hast“ და “Amerika”. სიმღერა „Te quiero puta“ სრულდება ესპანურ ენაზე. ზოგიერთი სიმღერა („Amerika“ , „Stirb nicht vor mir//Don’t die before I do“, „Moskau“, „Pussy“, „Frühling in Paris“ და ა.შ.) შეიცავს არა მხოლოდ გერმანულ სიტყვებს[1]. ხოლო ჯგუფის კონცერტები ცნობილია დიდი რაოდენობის პიროტექნიკის და სასცენო სანახაობების ელემენტებით[2].
ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. ალბომით Reise, Reise (2004) კი ჯგუფის წევრები ყველაზე წარმატებული გერმანელი მომღერლები გახდნენ. მთლიანობაში კოლექტივს გამოშვებული აქვს 6 სტუდიური ალბომი.