From Wikipedia, the free encyclopedia
ჟუან მანუელ გონსალვეშ ლორენსუ (პორტ. João Manuel Gonçalves Lourenço; დ. 5 მარტი 1954, ლობიტუ, პორტუგალიის დასავლეთი აფრიკა) — ანგოლელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მპლა-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ანგოლის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. 1998-2003 წლებში მპლა-ს გენერალური მდივანი. 2014 წლიდან 2017 წლამდე ანგოლის თავდაცვის მინისტრი. 2016 წელს გამოაცხადეს ჟოზე ედუარდო სანტუშის მემკვიდრედ. ანგოლის პრეზიდენტად აირჩიეს 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
ჟუან ლორენსუ | |
ანგოლის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 26 სექტემბერი, 2017 |
წინამორბედი | ჟოზე ედუარდო სანტუში |
დაბადებული | 5 მარტი, 1954 ლობიტუ, პორტუგალიის დასავლეთი აფრიკა |
პოლიტიკური პარტია | მპლა |
განათლება | ლუანდის სამრეწველო ინსტიტუტი |
დაიბადა მედიკოსისა და მკერავის ოჯახში[1]. ჟუანის მამა მონაწილეობდა ანტიკოლონიურ ბრძოლაში და სამი წელი გაატარა პორტუგალიის ციხეში.
ჟუან ლორენსუ სწავლობდა ლუანდის სამრეწველო ინსტიტუტში. პორტუგალიის 1974 წლის რევოლუციის შემდეგ, ანგოლის დეკოლონიზაციის დასაწყისში, შევიდა მარქსისტული პარტია მპლა-ს რიგებში.
1978-1982 წლებში სასწავლებლად იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში, სადაც დაასრულა ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. 1982 წელს დაბრუნდა ანგოლაში და ბრძოლა დაიწყო ანტიკომუნისტური უნიტას წინააღმდეგ.
1998-2003 წლებში ჟუან ლორენსუ მპლა-ს გენერალური მდივანია. 2002 წელს ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს გააკეთა განცხადება უნიტას ლიდერ ჟონას სავიმბის მკვლელობასთან კავშირის შესახებ[2].
2003 წლიდან 2014 წლამდე იყო ანგოლის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი[3]. 2014 წელს კი დანიშნეს ანგოლის თავდაცვის მინისტრად. 2017 წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად[4].
აქვს გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
ჟუან ლორენსუ დაოჯახებულია და ჰყავს 6 შვილი. პორტუგალიურის გარდა ფლობს რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.