კატალონიელი არქიტექტორი From Wikipedia, the free encyclopedia
ჟოზეპ პუჩ-ი-კადაფალკი (კატ. Josep Puig i Cadafalch; დ. 17 ოქტომბერი 1867, მატარო, ბარსელონა — გ. 23 დეკემბერი 1956, ბარსელონა, ესპანეთი) — კატალონიელი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე და პოლიტიკოსი. ითვლება მოდერნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად ესპანურ არქიტექტურაში.
ჟოზეპ პუჩ-ი-კადაფალკი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 17 ოქტომბერი, 1867[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | მატარო |
გარდ. თარიღი | 23 დეკემბერი, 1956[5] [6] [4] (89 წლის) |
გარდ. ადგილი | ბარსელონა |
დასაფლავებულია | კაპუცინების სასაფლაო |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე[7] , პოლიტიკოსი[8] და პროფესორი |
მოქალაქეობა | ესპანეთი |
მიმართულება | კატალონური მოდერნიზმი |
ალმა-მატერი | ETSEIB, მადრიდის უნივერსიტეტი, ბარსელონის არქიტექტურის უმაღლესი ტექნიკური სკოლა და კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი |
მნიშვნელოვანი პროექტები | Casa Amatller, Casa de les Punxes და კასარამონა |
ჯილდოები | ფრაიბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბარსელონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მარტორელის პრემია[9] , მედიევისტიკის ამერიკული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი[10] , Adoptive Son[11] , doctor honoris causa from the University of Paris[12] და doctor honoris causa from the University of Toulouse |
მეუღლე | დოლორს მარსია ი მონსერდა |
ხელმოწერა | |
არქიტექტურასთან ერთად, ბარსელონაში ეუფლებოდა მათემატიკას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ მატაროს უბრუნდება, სადაც ქალაქის არქიტექტორის თანამდებობას იკავებს. მატაროში ხუთი წლის განმავლობაში რჩება. ამ პერიოდს მიეკუთვნება მატაროში აშენებული მისი პირველი ნაგებობები. ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა არქიტექტორი არქიტექტურის სკოლაში ჰიდრავლიკასა და თეორიული სიმკვრივის კურსს უძღვება.
პარალელურად პოლიტიკაში ერთვება და 1917 წელს ჟოზეპ პუჩ-ი-კადაფალკს — კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარედ ირჩევენ. აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას იგი აქტიურად უჭერს მხარს სახალხო მეურნეობისა და კულტურის განვითარების გეგმებს, გამოდის კასტელიონ-დე-ამპურიასში არქოლოგიური გათხრების, ახალი გზების გაყვანისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ინიციატორად. მიგელ პრიმო დე რივერას 1923 წლის პუტჩის შემდეგ მას კატალონიის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება უწევს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.