From Wikipedia, the free encyclopedia
პუნო – ქალაქი პერუში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტიტიკაკას ტბის სანაპიროზე. პუნოს რეგიონისა და პუნოს პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი 1668 წელს დააარსა ვიცე-მეფე პედრო ანტონიო ფერნანდო დე კასტრომ, როგორც პაუკაროლას პროვინციის დედაქალაქი და მას სან-ხუან-ბაუტისტა-დე-პუნო უწოდა. მოგვიანებით ქალაქს სახელი შეეცვალა და ეწოდა სან-კარლოს-დე-პუნო, ესპანეთის მეფე კარლ II-ის პატივსაცემად. ქალაქში მრავლადაა კოლონიალიზმის პერიოდში აშენებული ეკლესია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პუნო Puno | |||||
პუნოს კათედრალი არმასის მოედანზე | |||||
| |||||
ქვეყანა | პერუ | ||||
რეგიონი | პუნო | ||||
კოორდინატები | 15°50′00″ ს. გ. 70°01′00″ დ. გ. | ||||
მმართველი | Walter Aduviri Calisaya | ||||
დაარსდა | 1668 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 3830±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 100, 168 კაცი (2007) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.munipuno.gob.pe | ||||
დღეისათვის პუნო რეგიონის აგრარული ცენტრია. ქალაქში მრავლად შეხვდებით ნახევრად დაუმთავრებელ სახლს. ამის მიზეზი მარტივია – მოსახლეობას ძალიან უჭირს და თითქმის გადასახადებსაც ვერ იხდის. ქალაქის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს შავი ბაზარი, რომელიც გაჯერებულია ბოლივიიდან შემოტანილი იაფფასიანი კობტრაბანდული საქონელით. პრეზიდენტ ალან გარსიას დადგენილებით, ქალაქს მიენიჭა „სპეციალური ეკონომიკური ზონის" სტატუსი. პუნოს ემსახურება ინკა მანკო კაპაკის საერთაშორისო აეროპორტი.
პუნოს პერუს ფოლკლორის დედაქალაქს უწოდებენ. აქ ხშირად იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. პუნოს ტერიტორია ტიტიკაკას ტბის მისადგომებთან, გარშემორტყმულია 41 მცურავი კუნძულით. ეს ადამიანის ხელით შექმნილი კუნძულები დასახლებულია ჯერ კიდევ ინკებამდელი უროსის ხალხით და წარმოადგენს საკმაოდ პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.