პუებლის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
პუებლა შტატია მექსიკის ცენტრალურ ნაწილში. იყოფა 217 მუნიციპალიტეტად. 2020 წლის აღწერის მიხედვით, პუებლა მეხუთე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით (6 583 278 ადამიანი) და 21-ე ადგილზეა ფართობის (34 309.6 კმ²) მიხედვით.[1][2]
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უდიდესი მუნიციპალიტეტია პუებლა, სადაც შტატის მოსახლეობის 25.70% (1 692 181 ადამიანი) ცხოვრობს, ხოლო ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტია სან-მიგელ-ისიტლანი (526 ადამიანი).[1] ფართობის მიხედვით უდიდესი მუნიციპალიტეტია ჩიაუტლა-დე-ტაპია (804.20 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა ― რაფაელ-ლარა-გრახალესი (4.10 კმ²).[2] უახლესი მუნიციპალიტეტია აუეუეტიტლა, რომელიც 1963 წელს შეიქმნა.[3]