პლისკის ბრძოლა ან ვარბიცის უღელტეხილის ბრძოლა (811 წლის 26 ივლისს) — ბრძოლათა სერია, ბიზანტიის იმეპრიასა და ბულგარეთის პირველ იმპერიას შორის. ბიზანტიის ჯარებს ხელმძღვანელობდა იმპერატორი ნიკიფორე I, ხოლო ბულგარეთს კრუმი. ბიზანტიელებმა გაძარცვეს და გადაწვეს ბულგარეთის დედაქალაქი პლისკა, რამაც დრო მისცა ბულგარელებს გადაეკეტათ ბალკანეთის მთებში უღელტეხილები, ამით ბიზანტიელებს ქვეყნიდან გასასვლელი გზა გადაუკეტეს. საბოლოო ბრძოლა გაიმართა 811 წლის 26 ივლისს ბალკანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე უღელტეხილზე, სავარაუდოდ ვარბიცას უღელტეხილზე. იქ ბულგარელებმა გამოიყენეს მოულოდნელობის ეფექტი და სწრაფი შეტევის საშუალებით გაანადურეს ბიზანტიის თითქმის მთელი არმია, მათ შორის იმპერატორი. ბრძოლის შემდეგ კრუმმა ნიკიფორეს თავის ქალა ვერცხლით შეამკო და სასმელ თასად იყენებდა.
სწრაფი ფაქტები პლისკის ბრძოლა, თარიღი ...
პლისკის ბრძოლა |
---|
ბიზანტიურ-ბულგარული ომების ნაწილი |
პლისკის ბრძოლა |
თარიღი |
26 ივლისი 811 წელი |
---|
მდებარეობა |
პლისკა და ვარბიცას უღელტეხილი |
---|
შედეგი |
ბულგარელთა გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
50 000-60 000 |
60 000-80 000 |
|
დანაკარგები |
---|
უცნობია |
თითქმის მთლიანი არმია |
|
დახურვა
ეს ბრძოლა ისტორიაში შევიდა, როგორც ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე გამანაგურებელი მარცხი. ბრძოლის შემდეგ დაახლოებით 150 წელი ბიზანტიის იმპერიას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არ უბრძოლია, ამან კი ბულგარეთის იმპერიის გაფართოება გამოიწვია.