პიტერმარიცბურგი
From Wikipedia, the free encyclopedia
პიტერმარიცბურგი (აფრ. Pietermaritzburg, ზულუ —umGungundlovu) — ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. კვაზულუ-ნატალის პროვინციის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი. იგი დაარსდა 1838 წელს და ამჟამად შედის მსუნდუზის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ქალაქი რეგიონალურად მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია, აწარმოებენ ალუმინის, ხის და რძის პროდუქტებს. ქალაქში განლაგებულია ბევრი სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები, მათ შორის კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის კამპუსი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 223 448 ადამიანს[1] და ინდოელი მოსახლეობის რაოდენობით ერთ-ერთი უდიდესია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ქალაქის ფართობია — 126,15 კმ².
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
პიტერმარიცბურგი აფრ. Pietermaritzburg ზულუ —umGungundlovu | |
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
დაქვემდებარება | ქალაქი |
პროვინცია | კვაზულუ-ნატალიკვაზულუ-ნატალი |
კოორდინატები | 29°35′00″ ს. გ. 30°25′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1839 |
ფართობი | 126,15 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 596 მ |
მოსახლეობა | 223 448 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 1771,29 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 033 |
საფოსტო ინდექსი | 3200, 3201 |
ოფიციალური საიტი | pietermaritzburg.co.za |
დახურვა