პიტა
From Wikipedia, the free encyclopedia
პიტა — მრგვალი, ბრტყელი უსაფუარო პური, რომელსაც აცხობენ უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილიდან. ეს პური განსაკუთრებით პოპულარულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და შუა აღმოსავლეთში.
პიტის პური არის ორფენიანი, ბრტყელი ანუ „ჯიბისებრი“ ფუნთუშეული ნაწარმი.
აღსანიშნავია, რომ მას ზოგჯერ დამატებითი ინგრედიენტების გარეშე აცხობენ, ხან კი საერთოდაც სეზამის მარცვლებით ან რომაული ქინძის თესლით ფარავენ. პიტას კულინარიაში სხვადასხვა ფუნქცია აქვს, ხშირად მასში ფალაფელს, ნაირ-ნაირ სალათასა თუ ხორცსაც კი დებენ.
პიტის პური ძალიან მოსახერხებელია წასახემსებლად ან სწრაფი კვებისთვის. პიტის პურის ნატეხებით მიირთმევენ სხვადასხვა პროდუქტისგან მომზადებულ, საწებლისებურ ნაზავებს, რომელთა დაგემოვნება ძალიან სასიამოვნოა.