From Wikipedia, the free encyclopedia
პილოსი (ბერძ. Πύλος) — ქალაქი საბერძნეთში, პილოს-ნესტოროსის დიმის ადმინისტრაციული ცენტრი.[2] 2345 მცხოვრები (2011).[3] აქაველთა ძველი ქალაქია. ბერძნულ მითოლოგიასა და ჰომეროსის პოემებში მოხსენიებულია როგორც მეფე ნესტორის რეზიდენცია.[4]
ქალაქი | |
---|---|
პილოსი ბერძ. Πύλος | |
თანამედროვე ქალაქის ხედი | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
პერიფერია | პელოპონესის პერიფერია |
პერიფერიული ერთეული | მესენია |
[[დიმი]] | პილოს-ნესტოროსის დიმი |
კოორდინატები | 36°54′50″ ჩ. გ. 21°41′47″ ა. გ. |
დაარსდა | 1828 |
ფართობი | 143.91 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი |
მოსახლეობა |
2 104 (2001), 2 111 (2001), 1 989 (1991), 2 222 (2021), 2 345 (2011), 2 611 (1951)[1] |
სატელეფონო კოდი | 2723 |
საფოსტო ინდექსი | 240 01 |
საავტომობილო კოდი | ΚΜ |
ოფიციალური საიტი | http://www.pylos.gr |
ძველი ნაქალაქარი თანამედროვე ქალაქიდან ჩრდილოეთით 17 კმ-შია, მესენიის (პელოპონესი) სანაპიროზე. ამ ადგილას დასახლება არსებობდა ძვ. წ. III–II ათასწლეულების მიჯნაზე. XVI–XIII საუკუნეებში პილოსი ადგილობრივი აქაველი მმართველების რეზიდენცია იყო.[5] არქეოლოგიური ძეგლები მდებარეობს ადგილ ანო-ენგლიანოსში (ეპანო-ენგლიანოსში). 1938–1939 წლებში ბერძენი არქეოლოგის კ. კურუნიოტისის გათხრების შედეგად, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ამერიკელი არქეოლოგი კარლ უილიამ ბლეგენი და სხვები, და აგრეთვე ბლეგენის ხელმძღვანელობით 1952–1966 წლებში (შესვენებებით) ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილია მიკენური კულტურის ერთ-ერთი უდიდესი სასახლის მნიშვნელოვანი ნაწილი; კომპლექსის შემადგენლობაშია დარბაზები, სახელოსნოები, სააბაზანოები, საკუჭნაოები, კანალიზაცია, საზეიმო სათავსოები მეგარონით და ა.შ. (ე.წ. ნესტორის სასახლე; აგებულია ძვ. წ. XIII საუკუნეში, ხანძარმა შეიწირა დაახლ. ძვ. წ. 1200 წელს),[4] ზოგიერთი ნაგებობის კედლები მოხატული იყო მდიდარი ფრესკული ფერწერით.[5] ასევე აღმოჩენილია სასახლეზე გარშემორტყმული ქალაქის ნაწილი, მ.შ. სასახლემდელი ნაგებობები, ჭიშკარი, აკროპოლისის თავდაცვითი კედლის ნაწილი.[4] ქალაქგარეთ აღმოჩენილია სამეფო საფლავები თოლოსებში და მოქალაქეთა ნეკროპოლი. არქეოლოგიურ მასალას შორისაა კერამიკა, შრომის იარაღები, ძვირფასი ლითონებისა და ბრინჯაოს მოსართავები,[5] ასევე მრავალი ფირფიტა B-ხაზოვანი დამწერლობის ჩანაწერებით, რომლებიც ამტკიცებენ მაიკლ ვენტრისის მიერ ამ დამწერლობის გაშიფრის სისწორეს.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.