![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3c/Abelard.jpg/640px-Abelard.jpg&w=640&q=50)
პიერ აბელარი
ფრანგი სქოლასტიკოსი ფილოსოფოსი, თეოლოგი / From Wikipedia, the free encyclopedia
პიერ აბელარი (ფრანგ. Pierre Abélard; დ. 1079, ლე-პალე, ნანტის ახლოს, ბრეტანი, — გ. 21 აპრილი, 1142, შალონ-სიურ-სონი, ბურგუნდია) — ფრანგი ფილოსოფოსი და თეოლოგი.
პიერ აბელარი | |
---|---|
ფრანგ. Pierre Abélard | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 1079[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [8] [8] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] [25] [26] [27] [28] [29] [30] [31] [32] [33] [34] [35] [36] [37] [38] [38] [39] [40] [41] [42] [43] [43] [44] [45] [46] [47] [48] [49] [50] [51] |
დაბ. ადგილი | ლე-პალე, Duchy of Brittany, საფრანგეთის სამეფო[52] [6] |
გარდ. თარიღი | 21 აპრილი, 1142[1] [5] [6] |
გარდ. ადგილი | შალონ-სიურ-სონი, ბურგუნდია, საფრანგეთის სამეფო[53] [6] |
დასაფლავებულია | Héloïse and Abélard's tomb[54] [55] [56] |
მოქალაქეობა |
![]() საფრანგეთი |
საქმიანობა | თეოლოგი[2] [6] , ფილოსოფოსი[2] [6] , კომპოზიტორი, ენათმეცნიერი, პოეტი, ავტობიოგრაფი, logician, მწერალი[57] [50] და ეკლესიის მსახური |
ალმა-მატერი | პარიზის საკათედრო სკოლა |
განთქმული მოსწავლეები | იოანე სოლსბერიელი, ჰილარიუს ორლეანელი, Robert of Melun და Berengar of Poitiers |
მეუღლე | ელოიზა |
დაიბადა რაინდის ოჯახში. შემდეგ მიატოვა მამისეული მემკვიდრეობა, რათა ფილოსოფია შეესწავლა. მის მოძღვრებას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. დაახლოებით 1114 წელს კერძო მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ახალგაზრდა ქალ ელიოზთან, რომელიც ბიძის — პარიზელი კანონიკის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა. პიერსა და ელიოზს შორის სასიყვარულო ურთიერთობა გაჩაღდა და ქალი დაორსულდა, რის გამოც აბელარი დაასაჭურისეს, ხოლო ელიოზი მონაზვნად აღკვეცეს. აბელარი პარიზის ახლოს, სენ-დენის სააბატოში განმარტოვდა. 1121 წელს მისი თეოლოგიური შრომები ერეტიკულად გამოაცხადეს. 1125 წელს აბელარი ბრეტანის ერთ-ერთი მონასტრის აბატი გახდა, მაგრამ მისი ურთიერთობა ადგილობრივებთან დაიძაბა, რის გამოც იძულებული გახდა სააბატო დაეტოვებინა. დაახლოებით 1135 წლის შემდეგ ის ასწავლიდა სენ-ჟენევიევის ბორცვზე მის მიერ დაფუძნებულ სკოლაში. აქვე დაწერა მან თავისი „ეთიკა“, რომელშიც ცოდვის არსს განიხილავდა. 1140 აბელარი კიდევ ერთხელ შერაცხეს ერეტიკოსად, რის გამოც კლუნის მონასტერში გადავიდა.
უნივერსალიების ბუნების შესახებ შუა საკუნეების ფილოსოფოსთათვის დამახასიათებელ დავაში (რაშიც ვლინდება მატერიალიზმის იდეალიზმთან ბრძოლა) იზიარებდა მატერიალიზმთან ახლომდგომ კონცეპტუალიზმის იდეებს. მძაფრი პოლემიკა ჰქონდა სქოლასტიკურ რეალიზმთან (რეალიზმი შუასაუკუნეობრივი). აბელარის წიგნი „ჰო და არა“, რაშიც მოითხოვდა რელიგიური რწმენის შეზღუდვას გონებისეული საფუძვლებით, საეკლესიო ავტორიტეტების მსჯელობებში შეუთავსებელ წინააღმდეგობებს ააშკარავებდა, რასაც პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა. აბელარის შეხედულებები, როგორც ერეტიკული, დაგმო კათოლიკურმა ეკლესიამ. მას ეკუთვნის ასევე ავტობიოგრაფიული „ვარამთა ისტორია“ და ინტელექტუალური შინაარსის მიმოწერა ელიოზთან, რომელიც შექმნილია წყვილის იძულებითი დაშორებისა და მონასტრებში აღკვეცის შემდეგ.