პერუს რეგიონები
From Wikipedia, the free encyclopedia
მას შემდეგ, რაც პერუმ ესპანეთისაგან მიიღო დამოუკიდებლობა მე-19 საუკუნის დასაწყისში, მისი ადმინისტრაციული დაყოფა ბევრჯერ შეიცვალა. 2002 წლამდე, პერუ დაყოფილი იყო 24 დეპარტამენტად (departamentos), შემდეგ კი ამ წელს მიღებული კანონის საფუძველზე, პერუ დაიყო 24 რეგიონად და განსაკუთრებული სტატუსის მქონე ლიმის პროვინციად, რომელშიც შედის დედაქალაქი ლიმა და მისი შემოგარენი. ლიმა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. რეგიონებს მართავენ რეგიონის პრეზიდენტები და რეგიონული საბჭოები. რეგიონის პრეზიდენტებს, ისევე როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ირჩევს მოსახლეობა 4 წლის ვადით.