![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3a/Map_of_ancient_Paeonia_and_environs_%2528English%2529.svg/langka-640px-Map_of_ancient_Paeonia_and_environs_%2528English%2529.svg.png&w=640&q=50)
პეონია
From Wikipedia, the free encyclopedia
პეონია (ბერძ. Παιονία) — ანტიკურ გეოგრაფიაში პეონების (ბერძ. Παίονες) ტომის მიწა. პეონიის ზუსტი საზღვრები, ისევე, როგორც მისი მცხოვრებლების ადრეული ისტორია, საკმაოდ გაურკვევლად რჩება, მაგრამ ითვლება, რომ თავდაპირველად ისინი თრაკიის რაიონში მდებარეობდა. კლასიკური საბერძნეთის დროს პეონია მოიცავდა მდინარე ვარდარის აქსიოსის მთელ ველს და მის შემოგარენს, თანამედროვე ბერძნული მაკედონიის ჩრდილოეთ ნაწილის ვიწრო ზოლს, მაკედონიის რესპუბლიკის უმეტეს ნაწილსა და სამხრეთ-დასავლეთი ბულგარეთის მცირე ნაწილს.[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3a/Map_of_ancient_Paeonia_and_environs_%28English%29.svg/640px-Map_of_ancient_Paeonia_and_environs_%28English%29.svg.png)
პეონია მდებარეობდა მაკედონიიდან ჩრდილოეთით (რომლის ტერიტორიაც თითქმის შეესაბამება თანამედროვე საბერძნეთის მაკედონიის რეგიონს) და დარდანიიდან აღმოსავლეთით (რომლის ტერიტორიაც თითქმის შეესაბამება თანამედროვე კოსოვოს). აღმოსავლეთით მდებარეობდნენ თრაკიელები, ხოლო დასავლეთით — ილირიელები.