From Wikipedia, the free encyclopedia
პედრუ პორტუგალიელი (პორტ. Pedro de Portugal; დ. 9 დეკემბერი, 1392 — გ. 20 მაისი, 1449) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და დედოფალ ფილიპა ლანკასტერის შუათანა ვაჟი. კოიმბრას ჰერცოგი 1415-1449 წლებში. პორტუგალიის მეფის რეგენტი 1439-1448 წლებში. პორტუგალიის დედოფალ იზაბელა კოიმბრელის მამა და მეფე ჟუან II-ის ბაბუა.
პედრუ პორტუგალიელი | |
---|---|
წოდებები
კოიმბრას ჰერცოგი | |
დაიბადა |
9 დეკემბერი, 1392 ლისაბონი, პორტუგალია |
გარდაიცვალა |
20 მაისი, 1449, (56 წლის) ალვერკა, პორტუგალია |
დაკრძალულია |
ბატალიის მონასტერი, პორტუგალია ბატალიის მონასტერი, პორტუგალია |
საგვარეულო | ავისები |
მეუღლე(ები) | იზაბელა ურგელი |
შვილ(ებ)ი |
პედრუ, პორტუგალიის კონშტაბლი ჟუანი, ანტიოქიის პრინცი იზაბელა, პორტუგალიის დედოფალი ხაიმე, ლისაბონის არქიეპისკოპოსი ბეატრიზი, რავენშტაინის ქალბატონი ფილიპა |
მამა | ჟუან I, პორტუგალიის მეფე |
დედა | ფილიპა ლანკასტერი |
ხელმოწერა | |
რელიგია | კათოლიციზმი |
პედრუ დაიბადა 1392 წლის 9 დეკემბერს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ფილიპა ლანკასტერის შუათანა ვაჟი. იგი თავიდანვე მეფის ფავორიტი შვილი იყო, რის გამოც ჟუანმა იგი საუკეთესო განათლებით უზრუნველყო, რაც დიდი პატივი იყო იმ ეპოქაში, როდესაც დიდებულთა უმეტესობა გაუნათლებელი იყო. იგი თავის ძმებთან, დუარტესა და ჟუანთან ძალიან ახლოს იყო. პედრუ მშვიდად იზრდებოდა პორტუგალიის ინტრიგებით სავსე სამეფო კარზე. 1415 წელს მან მამასთან ერთად დაიპყრო სეუტა და ქალაქში შესვლის შემდეგ, გამოჩენილი სიმამაცისათვის მეფემ მას კოიმბრას ჰერცოგობა უბოძა.
1438 წელს მისი ძმის, მეფე დუარტე I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისი ძმის მცირეწლოვანმა ვაჟმა — აფონსუ V-მ დაიკავა. როგორც წესი, აფონსუს რეგენტი დედამისი, დედოფალი ელეანორა არაგონელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დუარტეს ანდერძის გამო რეგენტად პედრუ დაინიშნა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ პორტუგალიელებს არ მოეწონებოდათ ქალის მმართველობა, თანაც იგი უცხოელი იყო და ამიტომ ხალხში, როგორც დედოფალი დაბალი ავტორიტეტით სარგებლობდა. დედოფალ ელეანორას ერთადერთ მოკავშირედ მეფე ჟუან I-ის უკანონო ვაჟი, ბარსელონას გრაფი აფონსუ მოევლინა, რომელთან ერთადაც დაიწყო პედრუს თავიდან მოსაცილებელი გეგმების შემუშავება. პედრუს პოლიტიკა ფოკუსირებული იყო სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისაკენ, რაც დიდებულებს არ აწყობდათ. მის მიერ დადგენილი რამდენიმე მძლავრი კანონის შემდეგ, რომლებიც ამბიციური დიდებულების წინააღმდეგ იყო მიმართული, პორტუგალიამ აყვავება დაიწყო.
გრაფი აფონსუ ბარსელონელი პედრუს დიდ მტრად მოევლინა, მაგრამ რეგენტი მას ძალაუფლების გაძლიერების საშუალებას არ აძლევდა. 1442 წელს, პედრუმ აფონსუს ბრაგანსას ჰერცოგობა უბოძა, რითაც პორტუგალიასა და სრულიად ევროპაში ერთ-ერთ უმდიდრეს კაცად აქცია, რის გამოც ნელ-ნელა დაიწყო ძმების ურთიერთობის დათბობა. რეგენტის თანამდებობის შესანარჩუნებლად, პედრუმ მეფე აფონსუ V-ს ცოლად თავისი ასული, უკვე დედოფალი იზაბელა კოიმბრელი შერთო.
1448 წლის 9 ივნისს, როდესაც მეფე სრულწლოვანი გახდა პედრუს ჩამოერთვა რეგენტობა და მასთან ერთად მთელი ძალაუფლებაც. იმავე წელს, აფონსუ V-მ გააუქმა ბიძამისის დროს შემოღებული ყველა კანონი, რამაც ქვეყანაში ვითარება არასტაბილური გახადა. აფონსუმ მისი მეორე ბიძის, ბრაგანსას ჰერცოგის მხარდაჭერით პედრუს ომი გამოუცხადა. 1449 წლის 20 მაისს, მეფემ პედრუ სასტიკად დაამარცხა ალვერკას ბრძოლაში. სწორედ ამ ბრძოლაში გარდაიცვალა პედრუ, 56 წლის ასაკში.
1429 წელს პედრუმ ცოლად შეირთო არაგონის მეფობის კანდიდატის, ურგელის გრაფ ხაიმე II-ის ასული იზაბელა ურგელი, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.