From Wikipedia, the free encyclopedia
პატრისტიკა (ბერძ. πατήρ, ლათ. pater — მამა) — ქრისტიანული ფილოსოფია. II — VIII საუკუნეების ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზროვნება, რომელიც დაკავშირებულია ადრექრისტიანულ ავტორებთან — ეკლესიის მამებთან. წმინდა მამების მიერ შემუშავებულმა სწავლებამ ქრისტიანობის რელიგიურ მსოფლმხედველობას ჩაუყარა საფუძველი. პატრისტიკის სემანტიკურ-აქსიოლოგიური წყაროებია ანტიკური ფილოსოფია (საერთორაციონალური მეთოდი და ისეთი ფილოსოფიური მიმართულებების კონკრეტული შინაარსი, როგორიცაა პლატონიზმი, ნეოპლატონიზმი, სტოიციზმი და სხვა) და ქრისტიანული თეოლოგიური დოქტრინა (უპირველესად, გამოცხადების იდეა და ასევე თეიზმის, კრეაციონიზმისა და თელეო-ლოგიზმის სემანტიკური ფორმები).
პატრისტიკის ევოლუცია 3 ეტაპად იყოფა: 1. ადრეული პატრისტიკა ანუ აპოლოგეტიკა (II-III სს.), დაკავშირებული ისეთ ავტორებთან, როგორებიც იყვნენ იუსტინი, ტატიანი, ათენაგორი, ტერტულიანე, კლიმენტ ალექსანდრიელი, ორიგენი. 2. მოწიფული პატრისტიკა (III-V სს.), რეალიზებული ბერძნულენოვან აღმოსავლეთში, კაპადოკიელ მოღვაწეთა წრეში: ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი. 3. გვიანდელი პატრისტიკა (V-VIII სს.), მიმართული ქრისტიანული მოძღვრების სისტემატიზაციის პრობლემებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.