პატარა თხილნარა
From Wikipedia, the free encyclopedia
პატარა თხილნარა, ყოფ. პატარა თხინალა — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ხცისი).
სოფელი | |
---|---|
პატარა თხილნარა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხცისი |
კოორდინატები | 41°57′00″ ჩ. გ. 43°40′33″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1080 მ |
მოსახლეობა | 0[1] კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1080 მ-ზე, ხაშურიდან 13 კმ დაშორებით. 2002 და 2014 წლების აღწერებით მუდმივი მოსახლეობა არ არის.
ისტორია
1886 წლის აღწერით, პატარა თხინალაში 16 კომლი (61 კაცი და 59 ქალი, სულ 120 კაცი). ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით მოსახლეობა მთლიანად ოსურია. პატარა თხინალა, როგორც სოფელი, მოიშალა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში.[2]
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 708.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.